პიკის საათი - 11.04.2024
პიკის საათი - 11.04.2024

1) გაზაფხულის მოდის ტენდენციები

გაზაფხულის დადგომასთან ერთად ჩვენი გარდერობიც განახლებას საჭიროებს.

იმისათვის, რომ გამორჩეულად და ელეგანტურად გამოვიყურებოდეთ, სეზონის მოდურ ტენდენციებს ჩაცმის ფსიქოლოგი მირენ უაითი გვიზიარებს.

რესპონდენტი: მირენ უაითი – ჩაცმის ფსიქოლოგი; ბლოგერი; პერსონალური სტილისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) „საქართველოს განვითარების ფონდი“

„საქართველოს განვითარების ფონდის“ შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქართველო“ ინოვაციური დამწყები ბიზნესების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს.

სტუმარი: გიორგი ლომიძე – „სტარტაპ-საქართველოს“ დირექტორი.

 

3) ქართველი ბარიტონის მასტერკლასი ლინკოლნის ცენტრში

11 აპრილს, ნიუ იორკში, ისტორიულ ბლეკერის ქუჩაზე მდებარე „შინის აზროვნების და კულტურის ცენტრში“ (The Sheen Center for Thought & Culture) დაგეგმილ საოპერო მუსიკის კონცერტში ქართველი ბარიტონი გოჩა აბულაძე 40-წუთიანი პროგრამით წარსდგება.

მალე მომღერალი სპეციალური შეთავაზებით ხუთდღიან ვორკშოპს ჩაატარებს ლინკოლნ ცენტრში.

რესპონდენტი: გოჩა აბულაძე – ქართველი ბარიტონი.

 

4) „საგაზაფხულო ბაზრობა 2024“

რესპონდენტი: ნანა კალანდაძე – „ქალთა საერთაშორისო ასოციაციის“ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე; კომპოზიტორი

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: