ტრილოგია „1001 ზღაპარი საქართველოზე“ მეფეების კი არა, ჩვენი ხალხის, რიგითი მოქალაქეების ისტორიაა, რომლებსაც იმდენად ცოცხალი, ქარიზმატული და გამორჩეული გმირები ჰყავთ, რომ მათზე რომანების დაწერაც შეიძლება.პირველ ტომში 1886-1890 წლების 333 ამბავია შესული. ჩვენთვის უცხო და უცნობი ამბები, ერთი შეხედვით, იმ ეპოქაზე მოთხრობილ ზღაპრებს ჰგავს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ზღაპრის ბოლო აუცილებლად კეთილია, რადგან ადამიანის ცხოვრება ხშირად შემაძრწუნებელი, სახიფათო და წარმოუდგენელი მოვლენებითაა სავსე. სამაგიეროდ ენა, რომლითაც ეს ამბებია მოთხრობილი, ნამდვილად ზღაპრულია და იმ შორეულ, მრავალეთნიკურ და ჭრელ ქვეყანაში მომხდარ დაუჯერებელ მოვლენებს ასახავს, რომელსაც მაშინ საქართველო წარმოადგენდა.
სტუმარი: გიორგი ჭეიშვილი – ჟურნალისტი; ძველი თბილისის მკვლევარი.
წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.