2021 წლის 17 ივლისს, USAID YES-Georgia პროგრამა დედაენის ბაღში აწყობს ქალ მეწარმეთა ნაწარმის გამოფენა-გაყიდვას, რომელიც 100 მეწარმე ქალს ერთ სივრცეში მოუყრის თავს. ღონისძიების გასამრავალფეროვნებლად მიწვეულნი არიან ანიმატორები, სახის მოხატვის ოსტატები, მხატვრები. ღონისძიება გაფორმდება მუსიკით.
გამოფენა-გაყიდვის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმე ქალების პროფესიულ ზრდას, საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას და საკუთარი ბიზნესის და ნაწარმის ფართო საზოგადოებისთვის გაცნობას.
სატელეფონო ჩართვა: ნინო ლაგვილავა – პროგრამა USAID YES-Georgia-ს ხელმძღვანელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: