1) „გისურვებ“ – გოგოების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა
„ფოტოგამოფენა ორგანიზებულია შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული გაეროს ერთობლივი პროგრამის – „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს იმ ადამიანების გაერთიანებას, ვისთვისაც გენდერული თანასწორობა პრიორიტეტს წარმოადგენს და ვისაც სურს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრაში. აღნიშნული გამოფენით, გვსურს ხელი შევუწყოთ საქართველოში მცხოვრები მოზარდებისთვის უსაფრთხო, ძალადობისგან თავისუფალი, სიყვარულზე და პატივისცემაზე დაფუძნებული გარემოს შექმნას“
„მწვერვალისთვის სულ ერთია გოგო თუ ბიჭი“ – ვიდეორგოლი, რომელიც ქალების გაძლიერებას და გოგონების ფეხბურთის წახალისებას ემსახურება.
სტუმრები: მარიამ ბანძელაძე – გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი; ქეთი ყიფიანი – საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია/ქალთა ფეხბურთის განვითარების მენეჯერი.
2) „ტრანსფორმაცია“ – მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობა
„თუ გამიჩნდა განმარტოების სურვილი, სისტემური უუნარობა, ნეგატიური ფიქრები და მოლოდინები, უიმედობის განცდა უსაფუძვლო შფოთვის ეპიზოდები, ესე იგი პრობლემა გვაქვს და სასურველია სპეციალისტს მივმართოთ, რომ ეს უფრო არ განვითარდეს“, – ლალი ბადრიძე.
„აიყვანე საკუთარი თავი ხელში“ – ამ ფრაზის თქმა არ შეიძლება, ადამიანს ამის გაკეთება არ შეუძლია, ჩვენ ვერ ვხვდებით რამდენად ცუდად არის ის. არ განვსაჯოთ და არ დავუსვათ ზედმეტი შეკითხვები“, – ლალი ბადრიძე.
„ადამიანებო, კვირაში თუნდაც ერთი დღე დავისვენოთ და საკუთარ თავს ვაჩუქოთ ეს დრო. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში უფრო მეტი დროის დახარჯვა მოგვიწევს საკუთარი მენტალური ჯანმრთელობისთვის“, – ლალი ბადრიძე.
სტუმარი: ლალი ბადრიძე – ფსიქოთერაპევტი, საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ცენტრის დირექტორი, ICF საქართველოს სერტიფიცირებული ქოუჩი.
3) მხედველობის მსოფლიო დღე
„თუ დღის განმავლობაში დიდ დროს ვატარებთ ეკრანთან სასურველია ლურჯი გამოსხივებისგან დამცავი სათვალის და დამატენიანებელი ცრემლის გამოყენება, ვინაიდან, როდესაც ახლო მანძილზე დიდი ხნით გვიწევს ეკრანთან მუშაობა თვალს იშვიათად ვახამხამებთ და ეს იწვევს თვალის გამოშრობას“, – მარიამ არდგომელაშვილი.
„დაიცავით „20-20-20 წესი“ – რაც გულისხმობს ყოველ 20 წუთში, 20 წამის განმავლობაში ჩვენი მზერა დავაფიქსიროთ 20 მეტრით დაშორებულ ობიექტზე“, – მარიამ არდგომელაშვილი.
სტუმარი: მარიამ არდგომელაშვილი – ოფთალმოლოგი, ოფთალმოქირურგი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
4) მკვლევარი ქალი ველზე
წლების წინ, საქართველოს კულტურით გატაცებულმა მეგობრებმა საქართველოს რეგიონებში სამოყვარულო, საკვლევი ექსპედიციები დაიწყეს, რაც მერე მათთვის მთავარ საქმიანობად იქცა.
საქართველოს კულტურისა და ტურისტული რესურსების კვლევის ცენტრიც დააფუძნეს, რომლის ფარგლებშიც ისტორიულ ტაო-კლარჯეთში 2000-მდე ისტორიული სოფელი და 1600-მდე კულტურის ძეგლი აღნუსხეს, ასობით მათგანი სრულიად უცნობი იყო ქართული სამეცნიერო სივრცისთვის.
რესპონდენტი: ანა იმედაშვილი – მკველვარი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: