1) ასე ტკბილად დამიბერდი!..
სხვადასხვა ქვეყანაში სიტკბო სხვადასხვა ინგრედიენტთან ასოცირდება. თუმცა, დილით გულით გამოწვდილი ორბელიანების ნუგბარიცა და მოჩიც ცხოვრების ტკბილად გატარების სურვილითაა დამტკბარი.
ავტორი: ელენე ტუშური
2) 10 ოქტომბერს მსოფლიო ფსიქიკური ჯანმრთელობის დღეს აღნიშნავს
„ვაქციოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველასთვის გლობალურ პრიორიტეტად“, – ეს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის წლევანდელი სლოგანია.
ამ დღის მიზანია მსოფლიოში ცნობიერების გაზრდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მნიშვნელობის შესახებ და დამატებითი ძალისხმევის მობილიზება იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს განიცდიან.
მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით ამ კუთხით ცნობადობის ასამაღლებლად სხვადასხვა აქტივობები ხორციელდება, საზოგადოებაში კვლავ მრავალი გაურკვეველი და ბუნდოვანი აზრი არსებობს ფსიქოკონსულტანტთან, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტის შესახებ.
რესპონდენტები: თამარ ისაკაძე – ფსიქოლოგი
ხატია სულაბერიძე – ფსიქიატრი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) „60+ კლუბი“
ფიზიკური აქტივობები, ხატვისა და მუსიკის გაკვეთილები. სივრცე უფროსი თაობის სოციალიზაციისთვის – 10 ოქტომბრიდან მირზა გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკაში „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ იხსნება.
რესპონდენტი: ნინია მაჭარაშვილი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
4) SPORTFEST 2022
SPORTFEST 2022 პირველი მასშტაბური სპორტული ფესტივალია, რომელიც ერთ სივრცეში გააერთიანებს ბავშვებს და მოზარდებს, სპორტით დაინტერესებულ პირებს, მოყვარულებს და ორგანიზაციებს. ღონისძიება საზოგადოებაში ახალი ტრენდების შექმნასა და ქვეყნის სპორტული ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
სტუმარი: რეზი პერტიაშვილი – ფესტივალის ორგანიზატორი
ასირიოლოგიის ისტორია საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტმა შუამდინარული ხელოვნების, ლიტერატურის, მითოლოგიისა და კულტურის კვლევისთვის, მიხაკო წერეთლის შრომების გამოსაცემად მომზადებისა და ფართე სამეცნიერო საზოგადოებისათვის წარდგენისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სამეცნიერო-სასწავლო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ასირიოლოგიის კათედრის წევრი ნინო სამსონია დააჯილდოვა.
სტუმარი: ნინო სამსონია – აღმოსავლეთმცოდნე; ასირიოლოგი
5) რუბრიკა „კლასობანა“
ქვეყნის, საზოგადოების, სკოლის, ოჯახის ვალია, აღზარდოს სრულყოფილი პიროვნება ცოდნით, უნარ-ჩვევებით, ღირებულებებით, პოზიტიური ცხოვრებისეული დამოკიდებულებებით და აქტიური მოქალაქისთვის აუცილებელი ყველა თვისებით. აღნიშნული უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მოსწავლეები იღებენ ცოდნას პოლიტიკური და იურიდიული, სოციალური და კულტურული, ეკონომიკური წიგნიერების შესახებ.
იმის გათვალისწინებით, რომ 60-მდე საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, ზოგიერთი სკოლისთვის სასწავლო წელი ალტერნატიულ ფართში, ახლომდებარე სკოლებში დაიწყო. შესაბამისად, მოსწავლეებს ახალ გარემოსთან ადაპტირება მოუწიათ და ამან სხვადასხვა მიმართულებით პრობლემებიც შექმნა.
რესპონდენტი: ნონა ფიფია – მე-10 და 181-ე საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
წამყვანი: ნიკა ლობილაძე
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: