პიკის საათი - 10.06.2024
პიკის საათი - 10.06.2024

1) „მე პაწია მერცხალი ვარ“

თამაზ ჭილაძის რადიოპიესა რეჟისორმა გრიგოლ ჟორდანიამ მიუზიკლად აქცია.

მუსიკალური კომედია ერთ მოქმედებად რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 14 და 15 ივნისს გათამაშდება.

სტურმები: გრიგოლ ჟორდანია – რეჟისორი; ბექა სონღულაშვილი – მსახიობი.

 

2) „ქანდაკების ფესტივალი – 2024“

ფესტივალი გამოფენით „მომავალი მოქანდაკე“ გაიხსნება. ღონისძიება ეძღვნება მოქანდაკე მერაბ ბერძენიშვილის 95 წლის იუბილეს.

„მომავალი მოქანდაკე“ – ბავშვთა და მოზარდთა სკულპტურული ნამუშევრების გამოფენაა, რომელშიც საქართველოს მასშტაბით, სასკოლო ასაკის 100-ზე მეტი მოზარდი იღებეს მონაწილეობას.

სტუმარი: ლევან სალუქვაძე – თბილისის არქიტექტორთა და სკულპტორთა ასოციაციის თავმჯდომარე; ფესტივალის იდეის ავტორი.

 

3) მინიკომიქსი „სვეტიცხოველი“

რესპონდენტი: ხატია ფირცხალაიშვილი (ალთეა მორგანიტი) – კომიქსის ავტორი, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ანიმაციის ფაკუტლეტის სტუდენტი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: