პიკის საათი - 10.04.2023
პიკის საათი - 10.04.2023

1) თანამშრომელთა მოტივაცია

ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი პირველი წიგნი, რომელიც ქართულ ენაზე ითარგმნა.

თანამშრომელთა მოტივაციის თეორიები, სახეობები, მასზე მოქმედი ფაქტორები, ის მეთოდები და სტრატეგიები, რომელთა გამოყენებითაც ორგანიზაციები და ადამიანები მას მნიშვნელოვნად გაზრდიან.

რესპონდენტი: ანა არველაძე – ფსიქოლოგი, ლექტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) პაპარაცების „ეთიკა“

დაახლოებით 50 წლის წინ, 70-იან წლებში ჟაკლინ კენედისა და პაპარაცის რონ გალელას დაძაბული ურთიერთობა ერთ-ერთი სკანდალური ამბავი იყო.

პაპარაცების საქმიანობა დღესაც სადაოა – სად გადის წითელი ხაზები პაპარაცებისთვის?!

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ქართული ენის თანამედროვე ტექნოლოგიები ღია მეცნიერების გლობალურ ქსელში

– რას ნიშნავს ღია მეცნიერება და როგორ უნდა შეიქმნას ღია მეცნიერების ერვნული პლატფორმა?

– როგორ ინტეგრირდება საქართველოს სამეცნიერო სივრცე საერთო ევროპულ სამეცნიერო სივრცესთან და რა შესაძლებლობებს ხსნის ქართველი მეცნიერებისათვის ახალი არეალი?

სტუმარი: თათია მთვარელიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს

ღია მეცნიერების ეროვნული კოორდინატორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) როცა კინო იყო მუნჯი, მაშინ უკვე იყო კინომუსიკა

– როდის არის გამოსახულება და მუსიკა ერთიანი, როგორ იქმნება ნოტები და ჟღერადობა იმის შესავსებად, რასაც ვხედავთ და განვიცდით?

– სად გადის ზღვარი კინომუსიკასა და იმ მუსიკას შორის, რომელიც დამოუკიდებლად არსებობს და გამოსახულების გარეშე გვიყვება ამბავს?

სტუმარი: ირაკლი (ბეთხო) მანჩხაშვილი – მუსიკოსი.

ავტორი: დავით ველიჯანაშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: