პიკის საათი - 10.01.2024
პიკის საათი - 10.01.2024

1) რუსეთის ომი უკრაინაში და ქართული მედიის სოლიდარობა

„მედიახმისა“ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კოლაბორაციის შედეგად მომზადებული სამეცნიერო სტატია, რომელიც ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში Athens Journal of Mass Media and Communications გამოქვეყნდა.

სტუმარი: მარიამ გერსამია – მეცნიერებათა დოქტორი ჟურნალისტიკაში, პროფესორი,

ეკატერინე გიგაური – სტატიის თანაავტორი, მედიაფსიქოლოგიის მაგისტრი.

 

2) „უსაზღვროდ შერიგებული მეზობლები“ – ნინო სადღობელაშვილის ახალი წიგნი მეუფე ისაიას ილუსტრაციებით

„ეს წიგნი გამტკიცებულ თუ უპირობო ნდობაზეა, ისეთ სიყვარულზე, გულის ფსკერამდეც რომ სდიო ნაცრით და ნახშირით, მაინც ვერ ჩააქრობ და ხანდახან ისე უწყინრად, ისეთი სიკეთით გამოანათებს, საღამოს მზე რომ ათბობს და ავარდისფერებს არემარეს.“ – ნინო სადღობელაშვილის ახალი წიგნი მეუფე ისაიას ილუსტრაციებით.

სტუმარი: ნინო სადრობელაშვილი – მწერალი.

 

3) საქველმოქმედო კონცერტი „მომე თათი“  

 

4) გახდი მებაღე კვადრატში

მარიამ ხარებავას იდეა გაუჩნდა ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის წევრებთან ერთად კვადრატული მებაღეობა, მეთოდი რომელიც სხვადასხვა სახეობის მცენარეების მცირე ფართობის კვადრატებში მოყვანას გულისხმობს, სკოლის მოსწვალეების ჩართულობით განეხორციელებინა.

„მჯერა, რომ ჩვენი იდეის განხორციელებით მოსწავლეებს დავეხმარებით ბუნებასთან დაახლოებაში, რაც მათ განუვითარებს გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას და ჩამოაყალიბებს უკეთეს ადამიანებად.“

რესპონდენტები: მარიამ ხარებავა – ახალგაზრდა ბიოლოგთა ასოციაციის ბორდის წვერი,

ნინო მეკოკიშვილი – ახალგაზრდა ბიოლოგთა ასცოაციის პრეზიდენტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: