– დმანისის თეატრი სეზონს შიდა მუნიციპალური გასტროლებით ხსნის!..
„1 800 000 წლის შემდეგ“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც დასი, ოქტომბრის ბოლომდე, დმანისის 9 სოფელში, ღია სივრცეებში გამართავს. დასწრება თავისუფალია!
– ბოლო 25 წლის მანძილზე დმანისის მოსახლეობა განახევრებულია. დღეს კი,
ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარი მომავალი დმანისში არ წარმოუდგენია.
სპექტაკლის მონაწილეებმა ჩაატარეს კვლევა – დაინტერესდნენ, რა უნდათ დმანისელ ახალგაზრდებს საიმისოდ, რომ არ დატოვონ რეგიონი. ეს წარმოდგენა ამ კვლევის ერთგვარი პრეზენტაციაა.
სტუმარი: ლაშა ჩხვიმიანი – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: