პიკის საათი - „1 800 000 წლის შემდეგ“
პიკის საათი - „1 800 000 წლის შემდეგ“

– დმანისის თეატრი სეზონს შიდა მუნიციპალური გასტროლებით ხსნის!..

„1 800 000 წლის შემდეგ“ ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელსაც დასი, ოქტომბრის ბოლომდე, დმანისის 9 სოფელში, ღია სივრცეებში გამართავს. დასწრება თავისუფალია!

– ბოლო 25 წლის მანძილზე დმანისის მოსახლეობა განახევრებულია. დღეს კი,

ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობას საკუთარი მომავალი დმანისში არ წარმოუდგენია.

სპექტაკლის მონაწილეებმა ჩაატარეს კვლევა – დაინტერესდნენ, რა უნდათ დმანისელ ახალგაზრდებს საიმისოდ, რომ არ დატოვონ რეგიონი. ეს წარმოდგენა ამ კვლევის ერთგვარი პრეზენტაციაა.

სტუმარი: ლაშა ჩხვიმიანი – ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: