პიკის საათი - 09.10.2023
პიკის საათი - 09.10.2023

1) რადიოგიდი ეროვნულ ბიბლიოთეკაში

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორია 1846 წლიდან იღებს სათავეს, როდესაც თბილისში მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე დაარსდა „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“.

საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით კი ასრულდა იმდროინდელი ქართული საზოგადოების ოცნება, თბილისში შექმნილიყო ისეთი ბიბლიოთეკა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნებოდა მოსახლეობის ყველა ფენისთვის. არაერთი რეფორმის შემდეგ კი, თანამედროვე სახით უკვე მრავალი წელია განაგრძობს მუშაობას.

რესპონდენტი: ნინო გედენიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელი.

ავტორი: ეკა ხიტარიშვილი.

 

2) მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საქართველო), ვილნიუსის უნივერსიტეტისა (ლიეტუვა), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (საქართველო) თანამშრომლობით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა თემაზე: მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში (SeLTAME 2023).

კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და                          სტრატეგიების თაობაზე  მულტილინგვური  განათლების კონტექსტში: ქართველ სპეციალისტებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად წელს კონფერენციაზე მოხსენება წარადგინა 23 ქვეყნის 132 წარმომადგენელმა. კონფერენცია ჩატარდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით. ეს ფონდის მიერ დაფინანსებული უკვე მესამე ღონისძიებაა.

სტუმარი: გიული შაბაშვილი – პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

 

3) ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნიკო ნიკოლაძის კაბინეტი გაიხსნება

9 ოქტომბერს ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 180 წელი შესრულდა. 1943 წელს ნიკო ნიკოლაძის ქალიშვილმა რუსუდან ნიკოლაძემ მამის მთელი არქივი და ბიბლიოთეკა ჯერ საჯარო ბიბლიოთეკას ჩააბარა შესანახად, ხოლო არქივის საფუძვლიანად დამუშავების შემდეგ (თამარ მაჭავარიანის მიერ) ბიბლიოთეკას საბოლოოდ გადასცა. მას შემდეგ არქივი პერიოდულად ივსებოდა. შესაბამისად, ეროვნული ბიბლიოთეკა მისი შემოქმედებისა და ნაშრომების მემკვიდრეა.

ამჯერად ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნიკო ნიკოლაძის კაბინეტის შექმნის საკითხი დაისვა.

სტუმარი: ლევან თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

 

4) ჯონ ლენონის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტი თბილისში

საღამოს აჩიკო ბენაშვილი და ლევან რამიშვილი გაუძღვებიან. მიწვეული სტუმარია თემურ ტონია, ხოლო ჯონ ლენონის სიმღერებს ზურა ყარალაშვილი შეასრულებს.

რესპონდენტი: თემურ ტონია – წიგნის „ჯონ ლენონი“ ავტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: