1) ხათუნა იოსელიანი – 80
„ჩემი გულიც საქართველოშია და გონებაც. მალე დავბრუნდები, თუმცა, მანდ არ ვარ? აი, თბილისში რომ გლდანში ცხოვრობდე, აი, ისე“, – ხათუნა იოსელიანი.
მსახიობს, რომელიც თითქმის ორი ათეული წელია ამერიკაში ცხოვრობს, 9 იანვარს 80 წელი შეუსრულდა.
რესპონდენტები: ხათუნა იოსელიანი და მაკა შენგელია.
2) ნინო ხარატიშვილის ინტერვიუ ჰოლანდიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე
„კაფუჩინოს ყიდვაც პოლიტიკური აქტია, ყველგან და ყველაფერშია პოლიტიკა“, – ნინო ხარატიშვილი.
ნიდერლანდების საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ნინო ხარატიშვილთან ჟანინ აბრინგის ინტერვიუ გავიდა ციკლიდან „ზამთრის სტუმრები“
სიუჟეტის ავტორი: ლიზა ჩაჩანიძე.
3) სერგო ფარაჯანოვი – 100
„კინოს ჯადოქარი, რომელმაც დრო დაამარცხა“
„უნიკალური რეჟისორი, რომელმაც გააკეთა კინო კინოს კანონების გარეშე და შეიძლება ითქვას, წინააღმდეგაც კი“, – სამი ქვეყნის (საქართველოს, სომხეთისა და უკრაინის) გავლენა სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაზე.
სტუმარი: ხოსე მაჯინერე – რეჟისორი;
რესპონდენტები: ოლიკო ჟღენტი – კინოდოკუმენტალისტი, ხელოვნებათმცოდნე.
4) ქორეოგრაფიის საერთაშორისო დღე
როგორი უნდა იყოს კარგი ქორეოგრაფი.
რა როლს თამაშობს ცეკვა ადამიანის ცხოვრებაში და რა გავლენა აქვს მას ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე?
ლელო ჩქარეული – საქართველოს სპორტცეკვების ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივანი;
ნინო ნატროშვილი – ჟურნალისტი, მოყვარული მოცეკვავე.
5) დედამიწის საშობაო ფოტოების ამბავი ევროპის კოსმოსური სააგენტოდან
შობის დილის გათენება და შობის დღე დედამიწაზე – დედამიწის საშობაო ფოტოები კოსმოსიდან.
რევოლუციური მნიშვნელობის სატელიტები, რომლებიც გასულ წელს კოსმოსში გაიგზავნა.
ადამიანის დაბრუნება მთვარეზე – 2024 წლის მთავარი მოვლენა.
რესპონდენტი: დალი უბილავა-დე გრააფი – ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვიზიტორთა ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების სპეციალისატი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: