პიკის საათი - 08.11.2022
პიკის საათი - 08.11.2022

1) ვარსკვლავების სამეცნიერო ინტერესები

ბრიტანელმა მომღერალმა, ადელმა გულშემატკივრებს კითხვა-პასუხის დროს გაანდო, რომ უახლოეს მომავალში ინგლისური ლიტერატურათმცოდნის ხარისხის მოპოვებას გეგმავს…

ცნობილი ადამიანები, რომლებსაც ხშირად ჩვენთვის წარმოუდგენელი სამეცნიერო ინტერესები აქვთ.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) თსუ საბავშო უნივერსიტეტი

თსუ საბავშო უნივერსიტეტი 11 წელია, წარმატებით ფუნქციონირებს და მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლებთან.

ბავშვებს ეხმარება, გააკეთონ პროფესიის გააზრებული არჩევანი და სკოლის პერიოდიდანვე გაეცნონ საუნივერსიტეტო გარემოს.

რესპონდენტები: მარინა ლომოური – თსუ საბავშო უნივერსიტეტის ხელმძღვანელი

გიორგი გრიგოლაშვილი – თსუ სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი

ირაკლი ჩხაიძე – პროფესორი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) ახალი სახელობითი გეოგრაფიული ობიექტები თბილისში

გურამ დოჩანაშვილის სახელობის ხიდი, ანზორ ერქომაიშვილის, რევაზ გაბრიაძის, გომარ სიხარულიძის, კუკური ჭოხონელიძის, გიგა ბათიაშვილის, ზურაბ ბაკურაძის სახელობის ქუჩები და ჯემალ ჭკუასელის სახელობის სკვერი – რომელ გეოგრაფიულ ობიექტებს გადაერქვათ სახელი?

რესპონდენტი: ნინო ვარდოსანიძე – თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4)#ილია185 – ქართული ენის დაცვისათვის

„მხოლოდ მკვდარი ენები არ ვითარდება და არ იცვლება, თუმცა ენის სიწმინდის საკითხებზე მუშაობისას ენათმეცნიერი და ლექსიკოგრაფი ბეწვის ხიდზე გადის. მაშინ, როცა ენა ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა, მას დაცვა და გამდიდრება სჭირდება. ენა გვკრავს, როგორც ერს, თუ მას საფრთხე დაემუქრება, ეს კარგს არაფერს მოგვიტანს“.

პროფესორმა თინათინ მარგალიტაძემ, ქართული ენის ნორმების დაცვის მიზნით, სოციალურ ქსელში ვიდეოგაკვეთილების გამოქვეყნება დაიწყო.

სტუმარი: თინათინ მარგალიტაძე – ილიაუნის პროფესორი

 

5)#ილია185 – ილია და მუსიკა

– ილიას ფისგარმონია

– პირველი პიანინო, პირველი პიანისტი და პირველი ევროპული კონცერტი თბილისში

– ფილიმონ ქორიძე და სტამბაში დაბეჭდილი სანოტო კრებულები

– მუსიკასთან დაკავშირებული სარეკლამო განცხადებები XIX საუკუნის ქართულ პერიოდიკაში

– ზაქარია ფალიაშვილის სწავლის დაფინანსება წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიერ და ბევრი სხვა საყურადღებო ამბავი ილია ჭავჭავაძის მუსიკალური ცხოვრებიდან

სტუმარი: თამარ სიხარულიძე – თბილისის მუზეუმების გაერთიანების გამოფენების მენეჯერი

 

6) #ილია185 – რუბრიკა 304-ე აუდიტორია – ილია ჭავჭავაძე და უმაღლესი განათლება

1883 წელს წინამძღვრიანთკარის სამეურნეო სკოლის გახსნაზე ილია ჭავჭავაძის მიერ წარმოთქმულმა სიტყვამ საუკუნეებს გაუძლო. ამ სიტყვაში გამოკვეთილი საკითხები პროფესიული განათლების მიმართულებით დღემდე აქტუალურია. ის ოთხი გადამწყვეტი წელიწადი კი, რომელიც „ჭაბუკის ტვინში და გულში გამოჰკვანძავს ხოლმე ცხოვრების კვირტსა“, კვლავ ბეწვის ხიდია.

პროფესიული თუ აკადემიური ცოდნის ძალა ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში.

ავტორი: ელენე ტუშური

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: