პიკის საათი - 08.06.2023
პიკის საათი - 08.06.2023

1) „ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ – რუსთავის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

– „მიმძიმს ამაზე საუბარი“ – სპექტაკლი რუსთავის თეატრის სარდაფში მაყურებლის ასაკობრივი ლიმიტით.

– „თეატრალური შესვენება“ – მოზარდების ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში ჩართვისა და ადაპტაციისათვის შექმნილი პროექტი, რაც რუსთავის თეატრში ხელოვანებთან შეხვედრებსა და შემეცნებითი ხასიათის დიალოგს გულისხმობს.

– ვაჟა გიგაშვილის „ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ – ნაწარმოები, რომელიც „ჯაყოს ხიზნების“ გაგრძელებად ითვლება.

სტუმარი: სოსო ნემსაძე – რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

2) ნეაპოლის სამეფო ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

იტალიელი მისიონერის ბერნარდ ნეაპოლელის მიერ საქართველოში შეგროვებული და მისივე ხელით გადაწერილი 12 ხალხური ზღაპარი, უცნობი პოემის ფრაგმენტები, „მათეს სახარების“ ქართული რედაქცია…

„მთელს მსოფლიოში სახელგანთქმული ნეაპოლის სამეფო ბიბლიოთეკა უმდიდრესი, უძველესი და განსაკუთრებული ფონდების მფლობელია , თუმცა როგორც „ათას ერთი ღამის“ ერთერთ ზღაპარში სწერია – ვისაც არ უნახავს ქაირო , მას არ უნახავს არაფერი – ჩვენ კი ასე ვიტვით – ვისაც არ აქვს უძველესი ქართული ხელნაწერები მას არ აქვს რარიტეტები“, – თამარ მახარაძე.

რესპონდენტი: თამარ მახარაძე – კინოდოკუმენტალისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურს-ფესტივალი თელავში

შალვა დავითაშვილის სახელობის კონკურსი 2016 წელს დაფუძნდა. 2016 წელს კონკურსში მხოლოდ კახეთის რეგიონის მოსწავლე- ახალგაზრდებმა მიიღეს მონაწილეობა, 2017 წელს კონკურსში მონაწილეობდნენ როგორც კახეთის , ასევე საქართველოს სხვა და სხვა რეგიონის შემსრულებლებმა, ხოლო 2018 წლიდან კონკურსმა საერთაშორისო მნიშვნელობა შეიძინა. 2020 წლიდან დღემდე პროექტი ტარდება კონკურს-ფესტივალის ფორმატში.

კონკურს-ფესტივალის მიზანია ქართული მუსიკის პოპულარიზაცია როგორც საქართველოსში, ასევე მის ფარგლებს გარეთ და ნიჭიერი შემსრულებლების გამოვლენა და მათი ხელშეწყობა.

რესპონდენტი: ვიქტორია სირაძე (დავითაშვილი – შალვა დავითაშვილის საზოგადოების დამფუძნებელი და დირექტორი.)

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ამბის თხრობის ფესტივალი ZEG

8-10 ივნისს თბილისი ამბის თხრობის ფესტივალს უმასპინძლებს, სადაც მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი ცნობილი სპიკერი სხვადასხვა ფორმით შეხვდება მსმენელს. რამდენიმე მათგანს კი ფესტივალის დაწყებამდე გაგაცნობთ:

„ვოგის“ პროექტის „73 კითხვა“ ავტორი და მოდერატორი ჯო საბია;

ფოტოსააგენტო „მაგნუმის“ ფოტოგრაფი თომას დვორჟაკი;

„უკრაინსკა პრავდას“ მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი სევგილ მუსაევა;

რეჟისორი, მწერლი, პროდიუსერი და კომიკოსი არმანდო იანუჩი;

ციფრული ახალი ამბების საიტის Rappler დამფუძნებელი მარია რესა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

5) საფრთხეში მყოფი ენები და მათი სასიცოცხლო მნიშვნელობა

ქართველურ ენათა კველვას დიდი ისტორია აქვს და ამისთვის რამდენიმე თაობის არაერთ მეცნიერს ეკუთვნის, რა თქმა უნდა, ქებათა ქება, თუმცა მეორემხრივ თანამედროვე ყოფამ და ცივილიზაციამ, სხვა ათასობით მცირე ენის მსაგავსად, დიდი საფრხთის წინაშე დააყენა მეგრული, ლაზური და სვნაური ენა. დროის სვლასთან ერთად კი სულ უფრო ნაკლები ადამიანი საუბრობს ამ ენაზე, განსაკუთრებით კი ბავშვები და ახლაგზარდები.

ზოგადად ცნება „საფრთხეში მყოფი ენა“ სოციოლინგვისტური ტერმინია და იმ ენასთან მიმართებით გამოიყენება, რომელიც კარგავს ბუნებრივი ენისათვის დამახასიათებელ არსებით თვისებებს- აღარ არის სოციუმის წევრთათვის საკომუნიკაციო საშუალება, შესაბამისად, კლებულობს ენობრივი კომპეტენცია ამ ენის მატარებელი სოციუმის წევრებს შორის, ენა თაობიდან თაობას აღარ გადაეცემა და საბოლოოდ გაქრობა ემუქრება.

რესპონდენტები: ნათია ფონიავა – ენათმეცნიერი;

პაატა შამუგია – პოეტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: