პიკის საათი - 08.05.2025
პიკის საათი - 08.05.2025

1) საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება

8 მაისს „თბილისი არენაზე“ საქართველოს ხელბურთის ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ ისტორიულ მატჩს გამართავს.

მოგების შემთხვევაში ქართველი ხელბურთელები ზედიზედ მეორედ, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

სტუმრები: ანი კიკნაძე, დათა ერაძე – ქართული სპორტის ქომაგები.

 

2) „ქართული ხმების“ მუსიკალური ვიდეოჩანაწერების ახალი სერია

„1996 წლიდან ერთად მოვდივართ. 2004 წელს ლეგენდარულმა „ქართულმა ხმებმა“ სახელი გადმოგვცა და მას შემდეგ ვუფრთხილდებით. „ქართული ხმების“ სახელის ტარება იოლი არ არის. მსმენელს ვპირდებით, რომ სანამ ვართ, ვიქნებით! ვიქნებით მათთვის, ვიმღერებთ მათთვის და ჩვენი ქვეყნისთვის“, – კახა გრიგალაშვილი.

„ქართული ხმების“ მუსიკალური ვიდეოჩანაწერების ახალი სერია, რომელიც სოციალური ქსელებისთვის შეიქმნა, „მუხამბაზით“ (კომპოზიტორი გიორგი ცაბაძე, ტექსტის ავტორი ნიაზ დიასამიძე) იხსნება.

მუსიკალური ვიდეოების სერიაში შედის სიმღერები ცნობილი ქართველი კომპოზიტორების შემოქმედებიდან: გოგი ცაბაძე, რევაზ ლაღიძე, არჩილ კერესელიძე, ჯანსუღ კახიძე, ბიძინა კვერნაძე… ბევრი სიმღერა პოპურის სახით იქნება წარმოდგენილი.

რესოპონდენტი: კახა გრიგალაშვილი – „ქართული ხმების“ სოლისტი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: