პიკის საათი - 07.12.2022
პიკის საათი - 07.12.2022

1) #კოლეგა – ციური ბერძენიშვილი

საქართველოს ტელევიზიაში 42 წლის წინ მოვიდა, თანამშრომლების ყურადღება და სიყვარული მაშინვე დაიმსახურა. წლებთან ერთად არაერთი სირთულე გაირა, მაგრამ საქმის სიყვარულმა გადაწონა და დღემდე თავდაუზოგავად ემსახურება საქართველოს პირველ არხს.

რესპონდენტი: ციური ბერძენიშვილი – საქართველოს პირველი არხის კავშირგაბმულობის უფროსი სპეციალისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) სიზმრები, რომლებმაც მსოფლიო შეცვალა

რენე დეკარტე 1619 წლის ნოემბრის სუსხიან ღამეს სამ სიზმარს ნახავს და იმ მომენტში ჩაეყრება საფუძველი მომავალი საუკუნეების ფილოსოფიის მთავარ მიმართულებას.

18 წლის მერი შელის ღამის კოშმარი კი მსოფლიოში პირველი სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის რომანი გახდება. პოლ მაკარტნის სიზმარი კი მსოფლიოს ერთ-ერთ საკულტო სიმღერას აჩუქებს.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) რას სთავაზობს სახელმწიფო საქართველოში დაბრუნებულ ემიგრანტებს?

– საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამა, კრიტერიუმები და მონაწილეობის წესები.

– 4000 ლარიანი გრანტი საქართველოში დაბრუნებული ემიგრანტებისთვის.

რესპონდენტი: დავით ფეიქრიშვილი – დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინტეგრაცია-რეინტეგრაციის სამსახურის უფროსი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

4) მშობლობა მარათონია და არა მოკლე გარბენი!

„ჩვენ ისეთი გზა გავიარეთ, თითქოს სიბნელეში მარტო მივაბიჯებდით. შვილის მხარდაჭერა მშობელმა მუცლად ყოფნიდანვე უნდა დაიწყოს. 3-4 წლიდან პრობლემის აღმოჩენას ბევრი სირთულე ახლავს თან. დროის დაკარგვა არც სამედიცინო და არც განვითარების თვალსაზრისით არ შეიძლება. ასე შეიქმნა მომსახურების მოდელი, რომელიც როგორც სახელმწიფო პროგრამა ისე უნდა მუშაობდეს.“ – ლია ტაბატაძე.

სტუმარი: ლია ტაბატაძე – დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებელი,

თამარ მარგიშვილი – დაუნის სინდრომის ასოციაციის მშობელთა გაძლიერების ცენტრის ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

5) „მჯერა – არ მჯერა“

„ბავშვებზე არ უნდა იფიქრო, როგორც სულელ არსებებზე და ენა არ უნდა მოუჩლიქო. შენში ის ბავშვი უნდა იპოვო, რომელიც ერთ დროს თავად იყავი და უბრალოდ უნდა დაწერო. როცა მე თვითონაც მითრევს ამბავი, ვხვდები, რომ ასაკობრივი ზღვარი იშლება და ბავშვებსაც მოეწონებათ“, – ტორესა მოსი.

ტორესა მოსის პირველი საბავშვო ნაწარმოები 7 წელი იწერებოდა და „ორდროშობანა“ დაერქვა. ამჯერად ავტორი ბავშვებს საახალწლო თავგადასავალს უმზადებს.

მოახალწლეთა მსოფლიო კონგრესის გადაწყვეტილებით ყველა ქვეყნის თოვლის პაპა იწყებს ადამიანური ტექნოლოგიების დანერგვას საკუთარი სათამაშოების ქარხანაში. მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემის გამო, აუცილებელია ვინმემ სათამაშოების ქარხანაში შეაღწიოს და საჩუქრების პორტალი გადატვირთოს. ქართველი თოვლის პაპის ქარხანაში მისვლა კი მხოლოდ ჰოლოზეუმის ექსპრესითაა შესაძლებელი.

ჰოლიზეუმის ექსპრესი, ჯადოსნური ჯოხები, ათასი თავსატეხი და თავგადასავალი ერთ ჯადოსნურ სივრცეში 19 დეკემბრიდან 19 იანვრამდე.

სტუმარი: ტორესა მოსი – მწერალი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

6) თინა იოსებიძე

ახალგაზრდა გმირი ქალის ისტორია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, თავად კი ტყვედ ჩავარდნას გმირულად სიკვდილი არჩია.

რესპონდენტი: მარიამ თოფჩიშვილი – გენდერის მკვლევარი, ფემინისტი აქტივისტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: