პიკის საათი - 07.07.2023
პიკის საათი - 07.07.2023

1) „საქართველოს ამომავალი ვარსკვლავები“

ჩოგბურთის ფედერაციის მხარდაჭერით 8 ივლისს 5-8 წლის ასაკის გოგონათა და ვაჟთა შორის გაიმართება ტურნირი ვერის პარკის კორტებზე, სადაც მოსამზადებელი ვარჯიშები აქტიურად მიმდინარეობს.

ჩოგბურთის განვითარება კი საქართველოში დასაბამს მე-19 საუკუნის იღებს. ჭიათურაში ინგლისური ფირმა Forward and Salinas-ის მმართველმა ჯონ ტარსეიმ რომელსაც მეუღლე ქართველი ჰყავდა მანგანუმის ქალაქში ახალი თამაში ლაუნ-ტენისი შემოიტანა. გამოჩენილი ქართველი ჩოგბურთელი და პედაგოგი იან ჰომერი თავის მოგონებებში აღნიშნავს, რომ წერეთლების ოჯახი და თვით უკვდავი მგოსანი – აკაკი ადევნებდა თვალს საჩოგბურთო სანახაობას ჭიათურაში. ჭიათურიდან კი სპორტის ამ სახეობამ  გავრცელება თბილისსა და ბათუმში ჰპოვა.

რესპონდენტები: გიორგი ქარსელაძე – მწვრთნელი; ტურნირის ორგანიზატორი,

თათა ქარსელაძე, ნინი ფხაკაძე, ნიტა ქარსელაძე, ელენე ფაციაშვილი – პატარა ჩოგბურთელები.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) ჩააბარებთ თუ ვერა „საფულის ტესტს“?!

„როცა ტყუილს ამბობ, კაცს სიმართლის გაგების უფლებას ჰპარავ“, – ხალიდ ჰოსეინი.

7 ივლისს სიმართლის თქმის დღე აღინიშნება. რამდენად გულწრფელი ხართ? რას იზამდით თუ დაკარგული საფულის მეპატრონის პოვნა მოგიწევდათ? და როგორ ჩააბარებდით ტესტს? რომელიც მიჩიგანის, იუტასა და ციურიხის უნივერსიტეტების საერთო შრომის შედეგად შედგა. ამ ყოველივეზე TED-Ed -ის პატარა მიმოხილვა დაგაფიქრებთ.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „ახალი ბანა“

„ახალი ბანა“ თავის თავში მოიაზრებს ძველ ტაო-კლარჯეთში მდებარე ბანას ტაძრის ანალოგს. „ახალი ბანა“, რომელიც ქალაქ ხაშურში შენდება სწორედ იმ განსაკუთრებულ კონცეფციას იმეორებს, რაც ჰქონდა ძველ ბანას.

„შავნაბადა“ თავის საქმიანობით კიდევ ერთ აგურს დადებს „ახალი ბანას“ მშენებლობაში და სწორედ ამასთან დაკავშირებით, 2023 წლის 9 ივლისს, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“, ქალაქ ხაშურში, „ახალი ბანას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სოლო კონცერტს გამართავს.

სტუმრები: ონისე კახნიაშვილი – ანსამბლ „შავნაბადას“ წევრი, ლაშა გელაშვილი – „ახალი ბანას“ გუნდის დირექტორი და სამოტივაციო საბჭოს წევრი.

წამყვანი:დავით ველიჯანაშვილი

 

4) მადაგასკარულ-ქართული მუსიკი

მადაგასკარულ-ქართული მუსიკის რიტმიკა შორს არ დგას ერთმანეთთან. პროგრამა, რომლითაც „ჩვენებურები“ და კილემა დღეს ქალაქ რუსთავის მოსახლეობის წინაშე წარსდგებიან სრულიად განსხვავებული და საინტერესოა. მსმენელს საშუალებას მისცემენ დატკბენ ორი ქვეყნის ფოლკლორით.

რესპონდენტი: სოლომონ გოგაშვილი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: