პიკის საათი - 27.06.2023
პიკის საათი - 27.06.2023

1) „ქალები განაჩენის მოლოდინში“

„ქალები განაჩენის მოლოდინში“ – ასე ჰქვია წიგნს, რომლის მთავარი მოქმედი გმირები არიან ერთმანეთისგან, თითქოსდა, განსხვავებული, მაგრამ მაინც  „ერთ ოჯახად“ ქცეული ქალები.

წიგნი ეძღვნება ქალებს, რომლებიც ძუძუს კიბოს ებრძვიან.

რესპონდენტი: დიკო კოპალეიშვილი – წიგნის ავტორი; კავკასიის უნივერსიტეტის ტურიზმის სკოლის დეკანი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) სპირალური სიგნალები ადამიანის ტვინში

სიდნეის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ადამიანის თავის ტვინის გარეთა შრეში, ანუ ქერქში, სპირალური ტალღები დააფიქსირეს.

– მეხსიერების თუ კონცენტრაციის პრობლემები – 21 საუკუნის სენი.

– ყურადღების კონცენტრაციისა და მეხსიერების გაუმჯობესების ხერხები.

რესპონდენტები: გიორგი ცინარიძე – მეხსიერების აკადემიის დამფუძნებელი,

ცირა ბარბაქაძე – მეცნიერი, ფილოლოგი, პოეტი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) ყაზბეგის „კარიბჭე“

ბავშვთა ანსამბლი „კარიბჭე“ 2019 წელს შეიქმნა და ყაზბეგის განვითარების კულტურის ცენტრის ხელშეწყობით ფუნქციონირებს. მუნიციპალიტეტში რეგიონის მომავალზე განსაკუთრებულად ზრუნავენ და ბავშვებისთვის სპორტული თუ სახელოვნებო აქტივობები უფასოა.
ჩანაწერში მოისმენთ ანსამბლის პირველ სტუდიურ ჩანაწერს.

სტუმრები: თამარ გოგოჭური – ბავშვთა ანსამბლის „კარიბჭე“ ხელმძღვანელი,

ანი ხუციშვილი – ყაზბეგის განათლებისა და კულტურის განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) ფესტივალი „თბილისი რიტმი“ ბრაზილიელ მუსიკოსებს მასპინძლობს

ცნობილი ბრაზილიელი მუსიკოსი ჰამილტონ დე ჰოლანდა, მისი ტრიო და ქართული ფოლკლორული ჯგუფი „იბერი“ ფესტივალს „თბილისი რიტმი“ 28 ივნისს დახურავს მარჯანიშვილის თეატრში.

ჰამილტონ დე ჰოლანდა ის მუსიკოსია, რომელზეც წერენ:

– მასში ყველაფერია, რაც ნამდვილ მუსიკოსს უნდა ჰქონდეს!

– მასთან მუშაობაც ადვილია და საერთო ენის გამონახვაც.

– ის ცდილობს კულტურა მუსიკად გარდაქმნას. ესმის და მზად არის, მსხვერპლიც გაიღოს!

– წარმოუდგენელი პარტნიორია. მასთან მუშაობა ძალიან მარტივია, თითქოს ჰაერში დაფრინავ.

რესპონდენტი: ანი ლაღიძე – სოსო ლაღიძის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „თბილისი-რიტმი“ პროდიუსერი და დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: