პიკის საათი - 07.06.2023
პიკის საათი - 07.06.2023

1) ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე

მონოგრაფია, რომელიც ევროპულ ბიბლიოთეკებში, სახელმწიფო არქივებსა თუ პირად კოლექციებში მოპოვებულ მასალას ეყრდნობა.

გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ნაწილი.

რესპონდენტი: ნუგეშა გაგნიძე – მონოგრაფიის ავტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ძაღლი ცოცხალი არსებაა და არა საჩუქარი!

ძაღლის შეძენა მხოლოდ გარეგნობის გამო გაუმართლებელია. მნიშვნელოვანია მისი ხასიათის და ბუნების გათვალისწინება. ძაღლი ცოცხალი არსებაა და არა საჩუქარი!

სტუმარი: გიორგი ნატროშვილი – კინოლოგი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) თბილისის მერვე საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი

„ერთი მომავალი“ –  ასე საერთო ყველასთვის მთელ პლანეტაზე, განურჩევლად წარმომავლობისა, იდენტობისა თუ კულტურული კუთვნილებისა“.

16 ქვეყნიდან მოწვეული 22 ავტორი, რომელიც ამ იდეის გარშემო გაერთიანდა და შეხვედრები, რომლებიც ამ იდეით იყო შთაგონებული.

დისკუსია „მცირე და გაქრობის პირას მყოფი ენები: მემკვიდრეობა, რომელიც უნდა დავიცვათ“;

დავით წერედიანის თარგმანების საღამო;

შეხვედრა ია კივასთან (უკრაინა), ესაუბრება შოთა იათაშვილი. პოეზიის კითხვა (მთარგმნელი რაულ ჩილაჩავა);

შეხვედრა ავტორებთან: ნაიელ გრიფითსი (გაერთიანებული სამეფო) და არჩილ ქიქოძე. ესაუბრება ნუკა ღამბაშიძე.

გამოყენებულია ფრაგმენტები „მწერალთა სახლის“ გვერდზე განთავსებული ჩანაწერებიდან.

ავტორი: ელენე ტუშური

 

4) ინტერნაციონალური „დაისი“ იტალიაში

ზაქარია ფალიაშვილის ოპერა „დაისი“ 21 ივნისს პირველად შესრულდება კატანიის მასიმო ბელინის სახელობის თეატრში.

„მითი იმის შესახებ, რომ ქართული მელიზმები რთულია, პირველივე რეპეტიციებზე დაინგრა!მუსიკას გენიალური თვისება აქვს. ის არც ქართულია, არც იტალიური, არც გერმანული… მუსიკა  ყოველთვის საუკეთესო გამოდის, როდესაც პროფესიონალის ხელშია“, – გოჩა კაპანაძე.

რესპონდენტი: გოჩა კაპანაძე – რეჟისორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

5) სიყვარულის გაკვეთილები ძველი საბერძნეთიდან

სიყვარული ქართული სიტყვაა და ძველ ბერძნულად სულ მცირე – 8 სხვადასხვა სიტყვით ითარგმნება.

როგორია ამ სიტყვების თავგადასავალი ძველ საბერძნეთსა და თანამედროვე სამყაროში?

ვინ არიან სიყვარულის ღმერთები?

რას გვიამბობს ბერძნული მითოლოგია, პოეზია და ფილოსოფია სიყვარულის შესახებ?

რას სწავლობენ და ვერ სწავლობენ შეყვარებულები ძველი ბერძნებისგან?

რესპონდენტი: თათია მთვარელიძე – ელისნისტი, მთარგმნელი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ღია მეცნიერების ეროვნული კოორდინატორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: