1) „სამიდა“ – ქართველი დები მაჭახელას ხეობიდან
ლიზა ჩაჩანიძის სიუჟეტი.
2) „ძმათა მჭამელები“ – ნიკოს კაზანძაკისის გამოუქვეყნებელი რომანი
„პატარა და ვიწრო კი იყო ეკლესია, მაგრამ ქრისტეს ტკივილს, ადამიანთა ბოროტებასა და სამყაროს ხსნას მაინც იტევდა.“
„მღვდელმა იანაროსმა ღმერთი ეკლესიაში დატოვა – რაში სჭირდებოდა იგი ადამიანებს? – და მთას მიაშურა, რომ მომაკვდავები ეზიარებინა და დახოცილები სოფელში ჩამოესვენებინა.“ – ბერძენი მწერლის ნიკოს კაზანძაკისის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი რომანიდან.
რესპონდენტი: მაია კაკაშვილი – ფილოლოგი, მთარგმნელი.
3) ჟიული შარტავა – 80
„ეს ის პიროვნებაა, რომელმაც თავისი მოღვაწეობით, თავისი გმირობით აჩვენა როგორი შეიძლება იყოს, თანამედროვე პირობებში, ხელმძღვანელი, მოღვაწე და როგორ შეუძლია მას უყოყმანოდ მიიტანოს სამსხვერპლოზე ის ყველაზე მთავარი, რაც უფალმა უბოძა, ეს სიცოცხლეა. მას უყვარდა ცხოვრება, მაგრამ ამასთან ერთად ის ემზადებოდა ამ გმირობისათვის.“
სტუმარი: ვახტანგ ყოლბაია – ჟიული შარტავას საზოგადოების თავმჯდომარე.
4) „ირანული ზეგავლენა ქართველ დიდგვაროვანთა სამოსში XVI-XVII საუკუნეების დასავლეთ საქართველოს ფრესკების მიხედვით“
ნაშრომში განხილულია დასავლეთ საქართველოში XVI-XVII საუკუნეების ქართული ქრისტიანული ტაძრების კედლის მხატვრობის (ფრესკების) ის ნიმუშები, რომლებზე გამოსახულ ქტიტორთა, მეფეთა, დიდგვაროვანთა და მათი ოჯახების ჩაცმულობაში ირანული გავლენაა ასახული.
განხილულია ის ისტორიული გარემო, რაც განაპირობებდა ჩაცმულობაში ამგვარი ტენდენციის გაძლიერებას. ყურადღება გამახვილდა ტანისამოსის ცალკეულ დეტალებზე და მათ სიმბოლურ დატვირთვაზე.
სტუმრები: თამარ ლეკვეიშვილი – ისტორიკოსი, მონოგრაფიის ავტორი;
თამარ დემეტრაშვილი – ლინგვისტი, მონოგრაფიის ავტორი.
5) მეცნიერის ანტარქტიდის დღიური
ქართველი გლაციოლოგი და გეოგრაფი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი, პროფესორი ლევან ტიელიძე პირველი ქართველი მეცნიერია, ვინც ბოლო 50 წლის განმავლობაში პირველად დადგა ფეხი ანტარქტიდაზე, როგორც სამეცნიერო ექსპედიციის მონაწილემ.
სტუმარი: ლევან ტიელიძე – გლაციოლოგი, გეოგრაფიის დოქტორი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: