1) „ფილოსოფიური ქვა“ – ინკლუზიური თეატრის სპექტაკლი
ირა კოხრეიძის „ინკლუზიური თეატრი კონტაქტი“ პრემიერისთვის ემზადება. ფილოსოფიური ქვის“ ძიებისას გმირები ოქროს საწმისის იდეას იხსენებენ, რომლის მნიშვნელობას მაყურებლის წინაშე დღეს მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე ახლებურად წარმოაჩენენ.
ეს თეატრის რიგით მეშვიდე საავტორო სპექტაკლია.
რესპონდენტები: გიორგი მიქაბერიძე – თეატრის ხელმძღვანელი; თანადამფუძნებელი
ირა კოხრეიძე – დრამატურგი; რეჟისორი
მარიამ იორდანიშვილი, სანდრო მენსონი, გვანცა ჯავახიშვილი, გიორგი გვასალია, სესილი ღვინჯილია – მსახიობები
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
2) უარი – წარმატების გარანტი
– როდის არის დახმარება დათვური სამსახური და რატომ უჭირთ ადამიანებს უარის თქმა, მაშინაც კი როცა ეს საჭიროა?
– ვინ იქნებოდნენ წარმატებული ადამიანები ახლა, მათთვის უარი რომ არ ეთქვათ?
რესპონდენტი: ქეთევან ხოსიტაშვილი – ჟურნალისტი, მედიაჰოლდინგ „კვირას“ ხელმძღვანელი, ეკატერინე მოსიაშვილი – ექიმი
ავტორი: მარიამ ჩოჩია
3) საქველმოქმედო ფონდი მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებული პაციენტებისათვის
2022 წლის 6 დეკემბერს საქველმოქმედო ფონდის პრეზენტაცია შედგება. ფონდი მეოთხე სტადიის სიმსივნის მქონე პაციენტების მკურნალობის დასაფინანსებლად და მათთვის ფინანსური ტვირთის შესამსუბუქებლად შეიქმნა. ფონდს მისი ერთ-ერთი დამაარსებელი პაატა ციკოლია წარადგენს.
სატელეფონო ჩართვა: პაატა ციკოლია – რეჟისორი; დრამატურგი
სტუმარი: ირაკლი სოლომანაშვილი – დრამატურგი
წამყვანი: სოფო გოდუაძე – წამყვანი
4) „პირველი სიყვარული“
„ეს კალენდარი ბავშვობის ყველაზე ტკბილ და სპეტაკ გრძნობაზე, პირველ სიყვარულზეა, ჩვენს ბავშვობისდროინდელ თბილისზეა, ყველას რომ გვენატრება თავისი განსაკუთრებული ურთიერთობებით“, – თამარ ლომიძე.
პანდემიის დროს, ნორვეგიაში, საქართველოსა და ძველ თბილისში მიტოვებული სახლის ნოსტალგია ბავშვობაზე და წარსულზე ფიქრით შექმნილმა ნამუშევრებმა გადაატანინა. კალენდარი, რომელმაც ეს ნახატები გააერთიანა მხატვრის ბავშვობის თბილისს ეძღვნება.
„მოგეფერებით საკუთარი ლექსებით. ჩემი ნორვეგიელი მეუღლე, სვენდ ვოგე მეგობრებთან ერთად შეასრულებს ქართულ ხალხურ სიმღერებს და ასე მოგილოცავთ დამდეგ 2023 წელს. ვინაიდან, ღონისძიებას ძველ თბილისს ვუძღვნით, მოწვეული გვეყოლება ძველი თბილისის კოლორიტი, საოცარი ოქრომჭედელი და ოსტატი, ბატონი თამაზ ჯალაღანია“, – თამარ ლომიძე.
სტუმრები: თამარ ლომიძე – მხატვარი, პოეტი,
სვენ ვოგე – ნორვეგიელი ქართველოლოგი
წამყვანი: სოფო გოდუაძე
5) „მხოლოდ ხუთი დღე“ – პრემიერა „თავისუფალ თეატრში“
„იყო ერთი სოფელი“ ირაკლი სოლომანაშვილის სადიპლომო პიესა იყო, რომელიც მაშინვე დაიდგა თეატრალური უნივერსიტეტის სცენაზე და რომელმაც ბევრი საინტერესო თავგადასავალი აჩუქა ავტორს.
„ალბათ, ამ პიესის აქტუალობა ისაა, რომ დავწერე ამბავი ომზე, რომელშიც საერთოდ არ არის საუბარი ომზე. ეს პროტესტის ის ენერგიაა, რომლეიც ჩვენს თაობას ჰქონდა მამების თაობასთან. დღეს უკვე მე ვარ მამების თაობა. ჩვენც ისეთივე გაუტანელი მამები აღმოვჩნდით, როგორებიც ჩვენი მამები იყვნენ“, – ირაკლი სოლომანაშვილი.
7-8 დეკემბერს „თავისუფალი თეატრის“ სცენაზე ირაკლი სოლომანაშვილის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერა შედგება. ამჯერად სახელწოდებით „მხოლოდ 5 დღე.“ ნახეთ „თავისუფალი თეატრის“ ახალი სახეები, ახალ, ახალგაზრდულ სპექტაკლში.
სტუმარი: ირაკლი სოლომანაშვილი – დრამატურგი.
წამყვანი: სოფო გოდუაძე
6) 20 დაფინანსებული სტარტაპი
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს გრანტების პროგრამის გამარჯვებული 20 სტარტაპი ცნობილია – SMART APP, Marlin, Forma healthy, FlexUp, Stori AI, Awork, Ordero, Colis, eConsul, Omoi, Upway, Ranko, CALEN AI platform, Lawformer, Better Energy Solution, Mens.ge, Proxymeta Labs, Medik, Carusell, SPOTS modular farm. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.
რესპონდენტები: გიორგი ბაგაშვილი – საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის კოორდინატორი, ლაშა მურჯიკნელი – Medik-ის დამფუძნებელი, გიორგი ვადაჭკორია – Forma healthy-ის დამფუძნებელი, გიორგი რაზმაძე – Awork-ის აღმასრულებელი დირექტორი.
ავტორი: ელენე ტუშური
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: