პიკის საათი - 05.12.2022
პიკის საათი - 05.12.2022

1) გრიპის ცირკულირებადი შტამები და პროფილაქტიკის გზები

რინოვირუსი, ადენოვირუსი, ბოკავირუსი, რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, კორონავირუსი – ეს იმ ვირუსების მხოლოდ ნაწილია, რომელიც ქვეყანაში, ამ სეზონზე, აქტიურად ცირკულირებს.

თუმცა რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი, განსაკუთრებით რთულად მიმდინარეობს ბავშვებში და შესაბამისად ამით აიხსნება კლინიკებში მიმართვიანობის მაღალი მაჩვენებელიც.

რესპონდენტი: ალექსანდრე გოგინავა – ინფექციონისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) სპორტი, როგორც პროტესტის გამოხატვის გზა

კატარში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მრავალგზის იქცა პლატფორმად, სადაც ადამიანები სხვადასხვა საკითხს აპროტესტებენ.

აკრძალული OneLove-ის სამკლავური, ირანელების არშესრულებული ჰიმნი და აქტივისტი სუპერმენის მაისურით – ამბები, რომლითაც 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში შევა.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურული მარათონი ქართულ და გერმანულ ენებზე“

„ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურული მარათონი ქართულ და გერმანულ ენებზე“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ფრანკფურტის გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ორგანიზებული ლიტერატურული საღამოა, რომელსაც ალექსანდრე კარტოზია წარმართავს. „ვეფხისტყაოსნის“ გერმანული თარგმანების შესახებ პროფესორი მანანა თანდაშვილი ისაუბრებს.

ნაწყვეტებს პოემიდან გერმანულ და ქართულ ენებზე ფრანკფურტის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები წაიკითხავენ.

სატელეფონო ჩართვა: ალექსანდრე კარტოზია – პროფესორი; საქართველოს ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის კლუბის პრეზიდენტი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

4) „შპარგალკა“ – ხელოვნების ნიმუში

ესპანელი სტუდენტის გამორჩეული „შპარგალკა“ და გადაწერის ორიგინალური მეთოდები 21-ე საუკუნეში.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

5) „ქართული ინჟინერიის შედევრები“

65 წუთი და 16 ნოველა 16 უნიკალურ ნაგებობაზე.

„ქართული ინჟინერიის შედევრები“ კულტურის სამინისტროს კონკურსის გამარჯვებული პროექტია, რომელიც  საზოგადოებრივ მაუწყებელთან პარტნიორობით შეიქმნა.

სტუმარი: ვახტანგ კუნცევ-გაბაშვილი – რეჟისორი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

 

6) „კლასობანა“ – რა ენაზე საუბრობს XXI საუკუნის ზღაპარი?

ზღაპარი ხალხური სიბრძნის და სწავლების ერთ-ერთი ყველაზე უფრო ძველი და პოპულარული ჟანრია. საზოგადოების განვითარების შესაბამისად იცვლებოდა ზღაპრის შინაარსი და იხვეწებოდა მისი ფორმა.
რა ენაზე საუბრობს XXI საუკუნის ზღაპარი?

რესპონდენტები: ირმა მალაციძე, ვასო გულეური – საბავშვო მწერლები,

მურად მთვარელიძე – მწერალი; პოეტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: