1) „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ – კვებითი არჩევანი
„სიტყვა შაქარი წმინდა ბიოქიმიური სამეცნიერო თვალსაზრისით სულაც არ დაიტევს მხოლოდ შაქრის ფხვნილს, შაქარი ნიშნავს ნახშირწყალს. ამ პრინციპით ვაშლიც შაქარია, ყურძენიც შაქარია, თაფლიც შაქარია, რძეც და აქედან გამომდინარე მაწონიც და ყველიც შაქარია“, – მარი მალაზონია.
ავტორი: მარი მალაზონია – ნუტრიციოლოგი; პროფესორი.
2) ფინანსური უსაფრთხოება
- ფინანსური პირამიდა;
- ფიშინგი;
- ბარათებთან დაკავშირებული თაღლითობა.
️ სტუმარი: თიკო გუჯაბიძე – საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლებისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, ფინანსური განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი.
3) ამერიკული ფეხბურთის დღე!
რესპონდენტი: დავით ფალავანდიშვილი – საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ფედერაციის დირექტორი.
4) საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
„მე ვფიქრობ რომ დემოკრატებმა ამერიკელებისგან გასულ არჩევნებში შანსი მიიღეს, თუმცა ის კარგად ვერ გამოიყენეს. 4 წლის განმავლობაში გარკვეული სისუსტეები გამოავლინეს საგარეო ურთიერთობების მიმართულებით“, – გიორგი ლაბაძე.
„ამერიკულ საზოგადოებას როტაციული ბუნება აქვს, როცა რამე არ მოსწონთ ისინი ცვლიან ლიდერებს, ამიტომ ვფიქრობ, რომ რესპუბლიკელები მიიღებენ მორიგ შაანს“, – გიორგი ლაბაძე.
️სტუმარი: გიორგი ლაბაძე – ამერიკისმცოდნე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: