პიკის საათი - 05.06.2024
პიკის საათი - 05.06.2024

1) ია ნინიძის საიუბილეო საღამო და ვარსკვლავის გახსნა

ქართული კინოს და თეატრის მშვენებას სასცენო მოღვაწეობის 55 წელი შეუსრულდა. საიუბილეო საღამოზე კი მონაწილეობას მიიღებენ მსახიობის მეგობრები და პარტნიორები კინოსა და თეატრში. საღამოს დასრულების შემდეგ მსახიობს კინო რუსთაველის წინ ვარსკვლავს გაუხსნიან.

რესპონდენტები: ია ნინიძე – მსახიობი; დავით ოქიტაშვილი – საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი; ნანა ფაჩუაშვილი – მსახიობი; ნიკა ნიკვაშვილი – კომპოზიტორი;

ანასტასია გუმბათაშვილი – ვახტან ჭაბუკიანის სახელობის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის მოსწავლე.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

2) „ონანა – ჩანაწერები მეგობრობის დღიურში“

როდისმე სიტყვების ან წინადადებების უკუღმა წაკითხვა თუ გიცდია, ან ფრთამოტეხილი ჩიტი თუ გიპოვია ეზოში და ექიმივით მოგივლია მისთვის?

წვიმის სიმღერაც არ მოგისმენია?

არც ლექსი დაგიწერია და არც მენაყინეობაზე გიოცნებია?

მაშინ აუცილებლად უნდა გაიცნო ამ მშვენიერი წიგნის პატარა ონავარი გმირი, ანანო.

სტუმარი: ნინო ქადაგიძე – წიგნის ავტორი.

 

3) ზალიკო სულაკაური და კემო კარიკატურის საერთაშორისო ფესტივალებზე

„ცოტა ხნის წინ დავბრუნდით იტალიის ფესტივალიდან, შემოდგომაზე გვიწვევენ აშშ-ში ყველაზე პრესტიჟულ კარიკატურის ფესტივალზე, რომელიც ფლორიდაში ტარდება. ასევე გევლოდებიან საფრანგეთში კულტურის დღეებზე, მიწვეულნი ვართ ავსტრიაშიც“.

„ზოგი ადამიანი ცოცხალი კარიკატურაა უკვე. ადამიანი კი, რომელსაც ყველა ნაკვთი თავის ადგილზე აქვს, რთული დასახატია.“

სტუმრები: კემო, ზალიკო სულაკაური – მხატვარი კარიკატურისტები.

 

4) სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი

„2023 წელს დაფუძნებული ფესტივალი მეორედ, ამჯერად – სიღნაღის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის სტატუსით ტარდება და მონაწილეობენ როგორც ქართული, ასევე უცხოური თეატრები. 13 მონაწილეს შორის არიან თურქეთის, პოლონეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების თეატრალური კოლექტივები და ორი დასი ესპანეთიდან“.

ფესტივალი 4 ივნისს გაიხსნა „მოხეტიალე მთვარის თეატრის“ სპექტაკლით „ფიროსმანი“, რომელიც რეჟისორმა ნიკოლოზ ლუარსაბიშვილმა დადგა.

რესპონდენტი: საბა ასლამაზიშვილი – ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

5) გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე

კონკურსის „მწვანე ჯილდოს“ გამარჯვებული მასწავლებლები და მწვანე ბანაკი „კლიმატის ელჩები“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფართომასშტაბიანი ინიციატივის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში იმართება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფებისგან დაცვას ემსახურება და კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), საქართველოს, შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება.

რესპონდენტი: თამარ ალადაშვილი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: