1) „აბკულა და ცეცხლოვანი ყელსაბამები“
13 წლის ავტორის ნიკოლოზ ლოლაძის პირველი სქელტანიანი წიგნი შიშით მოცულ ქალაქზე, რომელსაც ერთ დღეს ურჩხული დაეპატრონება; ბავშვებზე, რომლებსაც მშობლების ყურადღება, ნდობა სურთ და მათ ქალაქში განვითარებული მოვლენების გამო დამოუკიდებელ გამოძიებას იწყებენ. წიგნს ორი ცნობილი მწერლის გურამ ოდიშარიასა და გიორგი კეკელიძის წინასიტყვაობა უძღვის.
ეროვნულმა ბიბლიოთეკამ 13 წლის ნიკოლოზი, რომელიც სადებიუტო წიგნის ავტორ-ილუსტრატორია, ასტრიდ ლინდგრენის სახელობის პრემიაზე წარადგინა.
რესპონდენტები: გურამ ოდიშარია – მწერალი, ზვიად კვარაცხელია – გამომცემელი, გიორგი კეკელიძე – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, ნიკოლოზ ლოლაძე – ავტორ-ილუსტრატორი.
ავტორი: ელენე ტუშური
2) 5 ივნისი – გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე!
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა.
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის ფარგლებში ბაკურიანის დალაგების ფესტივალი გაიმართა, რომელშიც რამდენიმე ასეული მოხალისე იყო ჩართული თბილისიდან, გორიდან და ბაკურიანიდან. დალაგების ფესტივალი სხვა რეგიონებშიც ჩატარდება.
პლატფორმა „ტყის მეგობარი“ თითოეულ ჩვენგანს საშუალებას აძლევს უშუალო მონაწილეობა მიიღოს ტყის გაშენებაში საქართველოს ტერიტორიაზე.
რესპონდენტები: ნიკოლოზ შურღაია – საქართველოს დამლაგებელთა გილდია „სადაგის“ თანადამფუძნებელი,
ნინუცა გაბისონია – მოხალისე,
გიორი ხაბეიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა-აღდგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი,
გიორგი იანქოშვილი – ეკოლოგი; ეკოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) ფედერიკო გარსია ლორკა – 125
„არა მგონია, ქართველმა მკითხველმა, როდენ კარგადაც უნდა ფლობდეს ესპანურ ენას, ლორკა იმაზე უკეთ იგრძნოს ორიგინალში, ვიდრე ეს თამაზ ჩხენკელის თანრგმანშია. ყველა ენა თავისებურია, მაგრამ პოეტურ ესპანურ ენას განსხვავებული წესრიგი აქვს. ქართულ თარგმანში ლორკა გაცილებით უფრო ლორკაა, ვიდრე რუსულ და ინგლისურ თარგმანში. ეს დამოკიდებულია ენის თავისებურებაზე“, – ზაალ ჩხეიძე.
2023 წლის 12-15 ივლისს მწერალთა სახლში მთარგმნელობითი სემინარი გაიმართება. მწერალთა სახლის მიერ ორგანიზებულ სემინარში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხატვრული ლიტერატურის მთარგმნელებს, რომლებიც ქართულიდან ესპანურად თარგმნიან.
სტუმარი: ზაალ ჩხეიძე – ფილოლოგი, მთარგმნელი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) „ქართული დუეტები“
„როდესაც ორ მუსიკოსს ერთნაირი დამოკიდებულება აქვს კონკრეტული ჟანრისადმი, მუსიკისადმი, ამ შემთხვევაში ნამღერიც, ხედვაც ერთნაირია და ეს იწვევს სრულ ჰარმონიას“, – ნეკა სებისკვერაძე.
9 ივნისს საჩხერის კულტურის ცენტრში მსმენელის წინაშე ნეკა სებისკვერაძე და დათო ნოზაძე წარსდგებიან. დუეტი, რომელიც უკვე 7 წელს ითვლის მსმენელმა იმაზე მეტად შეიყვარა, ვიდრე თავად მომღერლებს წარმოედგინათ.
სტუმარი: ნეკა სებისკვერაძე – მომრერალი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
5) ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე
როგორ ხვდება საქართველოს დაცული ტერიტორიები წლევანდელ სეზონს?
რა სიახლეებს სთავაზობს სააგენტო ტურისტებს?
რომელია ყველაზე პოპულარული მიმართულებები?
საქართველოში 100 დაცული ტერიტორიაა. თუმცა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო გურიის პარკების დაარსებას და სამეგრელოსა და სვანეთის ტერიტორიებზე კვლევების დაწყებას გეგმავს.
რესპონდენტი: თამარ ხახიშვილი – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: