პიკის საათი - 26.04.2023
პიკის საათი - 26.04.2023

1) ყიფიანობა 2023

26 აპრილი დიმიტრი ყიფიანის დაბადების დღეა!

ხაშურის სამუზეუმო გაერთიანება ქვიშხეთში, დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმში გიწვევთ, სახალხო დღესასწაულზე რომელიც უკვე თითქმის 25 წელია იმართება.

რესპონდენტი: თამაზ ლაცაბიძე – ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების მმართველი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) „მწვანე წიგნი“ კლიმატის ცვლილებების კანონის სრულყოფისთვის

26 აპრილიდან კლიმატის ცვლილების კანონის „მწვანე წიგნის“ შესახებ საჯარო კონსულტაციები თელავიდან იწყება.

„მწვანე წიგნი“ საკონსულტაციო მოსაზრებების ერთგვარი კრებულია, რომელიც „თეთრი წიგნის“ შექმნას განაპირობებს.

„თეთრი წიგნი“ კი კლიმატის ცვლილების კანონს დაედება საფუძვლად.

რესპონდენტი: თამარ ალადაშვილი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) დისლექსია – კითხვის უნარის დაქვეითება

სტატისტიკის თანახმად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ყოველი 10 ადამიანიდან 1 დისლექსიკია.

როგორ ამოვიცნოთ დისლექსიის სხვადასხვა ფორმა და როგორია მისი პრევენციის გზები?

რესპონდენტი: თამარ გაგოშიძე – ნეიროფსიქოლოგი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4) რამინ მიქაბერიძე – 79

სტუმრები: რამინ მიქაბერიძე – მომღერალი, ლოტბარი, მაია მიქაბერიძე – მომღერალი, ლოტბარი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: