პიკის საათი - 04.11.2022
პიკის საათი - 04.11.2022

1) პიკი ქალაქში თბილისის წიგნის დღეებზე

თბილისის წიგნის დღეები წიგნების ყველაზე მასშტაბური ბაზრობა დედაქალაქში ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონში 4-5-6 ნოემბერს გაიმართება და ქართველ მკითხველს ათეულობით ადგილობრივ თუ საერთაშორისო გამომცემლობასა და მაღაზიას გააცნობს.

სიახლეები, ფასდაკლება და საყვარელ ავტორებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

რესპონდენტები: ზვიად კვარაცხელია – გამომცემლობა „ინტელექტი“; ნინი ბუკია – გამომცემლობა „პალიტრა L“; დათა ხარაიშვილი – სულაკაურის გამომცემლობა.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ცირკულარული ეკონომიკა

31 ოქტომბერს, პროექტის „საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის შეფასება“ ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკის ცირკულარობის დონის შეფასებისადმი მიძღვნილი ეროვნული შეხვედრა გაიმართა, რომელიც ორგანიზებული იყო სბმკორქისი“-ს მიერ, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობითა და შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.

საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირის მხრიდან ცირკულარული ეკონომიკის შეფასების პროგრამას უძღვებოდა ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი, გუნდის ხელმძღვანელი დ-რი დარიუშ პრასეკი.

რესპონდენტი: დარიუშ პრასეკი – ცირკულარული ეკონომიკის საერთაშორისო ექსპერტი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) თბილისის პიარის დღეები

2022 წლის 4 და 5 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, კომუნიკაციების სფეროში პირველი საერთაშორისო ფორუმი „თბილისის პიარის დღეები“ გაიმართება.

ფორუმის ფარგლებში საზოგადოებასთან ურთიერთობის, მსოფლიოში წამყვანი სპეციალისტები პანდემიის პერიოდში პიარისა და მარკეტინგის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე ისაუბრებენ.

„თბილისის პიარის დღეები“ საქართველოში პირველად ტარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წამყვან სპეციალისტებს აერთიანებს.

სტუმრები: თორნიკე გურული – თბილისის პიარის დღეების დამფუძნებელი; სტრატეგიული კომუნიკაციების ექსპერტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი,

ნათია შაფათავა – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი; ფორუმის თანაორგანიზატორი; თბილისის პიარის დღეების თანადამფუძნებელი

 

4 ) „მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავთა საერთაშორისო კონკურსი“

2022 წლის 7-13 ნოემბერს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე და დიდ დარბაზებში „მარინე იაშვილის სახელობის სიმებიან საკრავზე შემსრულებელთა მე-2 საერთაშორისო კონკურსი“ ჩატარდება.

დიდ ქართველ მევიოლინეს, პირველ ქართველ საერთაშორისო კონკურსების ლაურეატს, საქართველოს სახალხო არტისტს, შოთა რუსთაველის და ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატს, მოსკოვისა და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორს მარინე იაშვილს წელს 90 წელი შეუსრულდებოდა.

ჩანაწერში ცოცხალ შესრულებას მოისმენთ.

სტუმრები: მანანა ქანთარია –  საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების დირექტორი, კონსერვატორიის ასოცირებული პროფესორი, კონკურს-ფესტივალრონდო-კლასიკას“ დამფუძნებელი,

ნატო მაღალაშვილი – საქართველოს მუსიკოსთა გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი, კონკურს-ფესტივალის „რონდო კლასიკას“ დამფუძნებელი, სამუსიკო სკოლის, „ნიჭიერთა ათწლედის“ და სამუსიკო სემინერიის პედაგოგი,

ნათელა პოლიტკოვსკაია – მარინა იაშვილის ფონდის დამფუძნებელი, მარინა იაშვილის ქალიშვილი,

ელენე ბერძენიშვილი და ლიზა რაზმაძე – კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის მოსწავლეები.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: