პიკის საათი - 04.04.2023
პიკის საათი - 04.04.2023

1) მენტალური შვებულება

შვებულების სარგებელი მნიშვნელოვნად გადაწონის იმ სტრესულ ფაქტორებს, რომლებიც შვებულების აღებასა და დაგეგმვას უკავშირდება.

დასვენება კი დადებითად აისახება მენტალურ ჯანმრთელობაზე და აუმჯობებსებს ჩვენი კეთილდღეობის ხარისხს.

გონებრივი გადაღლა ხშირად არის სტრესისა და შფოთვის მიზეზი, რასაც შედეგად არაპროდუქტიულობა და უკიდურეს შემთხვევაში დეპრესია მოჰყვება.

ზოგადი მენტალური ფონის გაუარესებას ხელი პანდემიამაც შეუწყო. საბოლოოდ ამან გააჩინა განტვირთვის კიდევ უფრო მეტი საჭიროება.

რას ნიშნავს მენტალური ჯანმრთელობა?

რესპონდენტი: თეა მახარაძე – თიბისი დაზღვევის ადამიანების მენეჯმენტის განყოფილების უფროსი,

ხატია სულამანიძე – ფსიქიატრი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) „უსართულო ამერიკა“

დავით ჩიხლაძის ახალი წიგნი ამერიკაზე მოთხრობილი ისეთი შთაბეჭდილებებია, რომელთა გაცნობა მკითხველს ამ ქვეყანაზე წარმოდგენას კიდეც შეუქმნის და კიდეც შეუცვლის.

თქვენ წინაშე ერთგვარი თხრობითი კალეიდოსკოპია, გამოგონილს კი არა, ნამდვილ, უეჭველ ამბებს რომ ირეკლავს.

რესპონდენტი: დავით ჩიხლაძე – მწერალი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

3) „სიყვარულით ელლი“

მწერალი კატო ჯავახიშვილი ამჯერად უკვე საბავშვო წიგნს წარუდგენს მკითხველს.

ყველაზე ჯადოსნური ამბები მაშინ ხდება, როცა ფიქრობ, რომ შენი არავის ესმის და ყველაფერი არც ისე კარგადაა. დედის გარდაცვალების შემდეგ ლილესაც ეგონა, რომ მისი არავის სჯეროდა, მასზე აღარავინ ზრუნავდა…

სწორედ ამ დროს გაჩნდა ლილეს ცხოვრებაში საოცარი გოგონა ელლი, რომელმაც მთელი მისი რეალობა შეცვალა. ელლის დახმარებით ლილემ ისეთი ადამიანები გაიცნო, რომლებმაც ასწავლეს, რომ ზოგჯერ უბრალოდ „თვალი უნდა აგეხილოს“, რათა დაინახო, რა საოცარია სამყარო, რამდენი უცნაური და მოულოდნელი ამბავი ხდება ირგვლივ… და კიდევ უამრავი რამ, რასაც ამ წიგნში თავად წაიკითხავთ.

რესპონდენტი: კატო ჯავახიშვილი – მწერალი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

4) აუტიზმის სახლსა და სკოლაში

– მალე გამოვა წიგნი „აუტიზმის სახლსა და სკოლაში,“ რომელშიც ავტორი აუტიზმსა თუ ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობს. ეს არის მშობლის, მწერლის, ენათმეცნიერისა და მასწავლებლის, დიანა ანფიმიადის გამოცდილება.

–  3 წლის წინ გამოცემულმა მასწავლებლის წიგნმა მარიამ გოდუაძის, დიანა ანფიმიადისა და მაია კუდავას ავტორობით საგრძნობი დახმარება გაუწია მასწავლებლებს აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებთან ურთიერთობის თვალსაზრისით.

რესპონდენტები: მარიამ გოდუაძე და დიანა ანფიმიადი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ოქროს წლების თავგადასავალი

იდეა შორეულ წარსულში, ბავშვობაში დაიბადა და მას შემდეგ ოცნებობდა, რომ გარკვეულ ასაკში ადამიანებს აქტიურად და ბედნიერად ცხოვრების შესაძლებლობა ჰქონოდათ.

ასე გაჩნდა 60+ ასაკის ადამიანებისთვის ბანაკის შექმნის იდეა, რაც სპორტულ აქტივობას, ცეკვას და სოციალიზაციის საღამოებს გულისხმობს.

მთავარი მიზანი ასაკისადმი დამოკიდებულების მენტალური ცვლილება და ოქროს წლების თავგადასავლად ქცევაა.

სტუმარი: თეა ზარანდია – ბანაკის „ოქროს წლების თავგადასავალი“ დამფუძნებელი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

6) მრავალსეზონიანი სერიალების ფილოსოფია

ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სერიალი „გრეის ანატომია“ მეოცე სეზონით 2023-2024 წლებში გაგრძელდება.

რა განაპირობებს მაყურებლის ინტერესს მრავალსეზონიანი სერიალებისადმი და, თავის მხრივ, როგორ ინარჩუნებენ სცენარისტები თუ რეჟისორები აუდიტორიას ეკრანებთან?!

ავტორი: ელენე ტუშური.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: