1) „მოქალაქე წმინდანი“ საქართველოს გენერალურ საკონსულოში აჩვენეს
ნიუ იორკში საქართველოს გენერალურ საკონსულოში შედგა 2024 წელს ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე (ოსკარი 2024) საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე წარდგენილი, ქართველი რეჟისორისა და პროდიუსერის თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის – „მოქალაქე წმინდანი“ ჩვენება.
ამერიკის კინოაკადემიის 2024 წლის საერთაშორისო სრულმეტრაჟიანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოს საკონკურსო ფილმის შერჩევის პროცედურა საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა 12 აგვისტოს დაიწყო. ქართველ კინემატოგრაფისტებს განცხადების შეტანა პირველი სექტემბრის (18:00 საათამდე) ჩათვლით შეეძლოთ.
ჩართვა ნიუ იორკიდან: თინათინ ყაჯრიშვილი – რეჟისორი; პროდიუსერი.
2) ლაშა ჟვანია – ქართველი დიპლომატი კონფლიქტურ რეგიონში
„ვულოცავ ქართველ დიპლომატებს ქართული დიპლომატიის დღეს, რომელიც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი სანიმუშო დიპლომატის, სულხან-საბა ორბელიანის სახელს უკავშირდება. დღეს ქართული დიპლომატიური მისიები საქართველოს ინტერესების სადარაჯოზე ვდგავართ მთელ მსოფლიოში“, – ლაშა ჟვანია.
ლაშა ჟვანიას, როგორც დიპლომატის გზა 30 წლის წინ საგარეო საქმეთა სამინისტროში სტაჟირებით, ხოლო საზღვარგარეთ დიპლომატიური საქმიანობა ისრაელში ახლადგახსნილ საელჩოში დაიწყო.
რესპონდენტი: ლაშა ჟვანია – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის რესპუბლიაკში
3) „ერთი ვინმე ყაფლანიშვილი“ – ჯაყოს ხიზნების რეინკარნაცია რუსთავის თეატრის დიდ სცენაზე!
სტუმრები: სოსო ნემსაძე – რეჟისორი; რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი,
ნიკოლოზ გაგნიძე (ნოდარი) – მსახიობი.
4) ბიბი კვაჭაძის სიმღერა გრემის ნომინანტობის კანდიდატია
რესპონდენტი: ბიბი კვაჭაძე – მუსიკოსი; პროდიუსერი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: