პიკის საათი - 03.10.2022
პიკის საათი - 03.10.2022

1) მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო?

მეზობლის როლი და ფუნქცია ჩვენს საცხოვრებელ გარემოში, დაუწერელი წესები და ურთიერთობის ხელოვნება.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

2) ესპანური მემკვიდრეობის თვე

15 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით, შეერთებულ შტატებში ესპანური მემკვიდრეობის თვე აღინიშნება. თუმცა, ესპანური კულტურა მხოლოდ ამერიკის ისტორიაში არ არის მნიშვნელოვანი, მსოფლიოს მემკვიდრეობის ნუსხაში რამდენიმე ძეგლი სწორედ ესპანურია.

ალტამირას მღვიმე, სეგოვიის აკვედუკი, თუ ანტონიო გაუდის ნამუშევრები – ესპანური მემკვიდრეობის რამდენიმე გამორჩეული მაგალითი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) საბავშო ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესი

საბავშვო ბაგა-ბაღებში, ისევე როგორც სკოლებში, კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების დიდი ნაწილი მოიხსნა და გაცდენის თემა კვლავ გააქტიურდა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში გაცდენებთან დაკავშირებით კვლავ სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულებებში ბავშვის რეგისტრაციისა და მიღება-ამორიცხვის წესის მიხედვით იმოქმედებენ.

რესპონდენტი: თინათინ თოიძე – თბილისის საბავშო ბაღების მართვის სააგენტოს განათლების განყოფილების მთავარი სპეციალისტი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

4) საპატიო თბილისელი 2022

„საპატიო თბილისელის წოდება არ დაიყვანება ოდენ რომელიმე ქალაქის საპატიო წოდებამდე. მე ქუთაისის და ამერიკის სამი ქალაქის საპატიო მოქალაქე ვარ, მაგრამ როდესაც საუბარია საპატიო თბილისელობაზე, ამაში იგულისხმება ზოგადად საპატიო ქართველობა“, – მინდია უგრეხელიძე.

სატელეფონო ჩართვა: მინდია უგრეხელიძე – სამართალმცოდნე

 

5) ლექსო რატიანი

მუსიკოსი, რომელიც აუდიტორიამ 9 წლის წინ უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გაიცნო. მაშინ 11 წლის იყო.

რა შეიძლება, შეცვალოს 9 წელმა ახალგაზრდა შემოქმედის ცხოვრებაში?

ჩანაწერში მოისმენთ ცოცხალ შესრულებას

სტუმარი: ლექსო რატიანი – მუსიკოსი

 

6) „არასდროს თქვა უარი საკუთარ ოცნებებზე და ყოველთვის მიზნისკენ იარე“

მეგი სტემპენ-გიუნტერი 16 წელია, გერმანიაში ცხოვრობს. ახლა საბჭოთა კავშირის წარსულის კვლევის ლაბორატორიის მკვლევარ-ისტორიკოსია და არაერთ საინტერესო პროექტს ახორციელებს გერმანიაში.

ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენ-გიუნტერი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდა აუშვიცისა და ბოხოლთის არქივებში, რათა ათასობით დაღუპულ ტყვეთა შორის ქართული გვარ-სახელებიც ეპოვნა.

ამ სახელების ძიება კი ცაითჰაინის ბანაკიდან დაიწყო. ბანაკში, სადაც საბჭოთა კავშირის ტყვეებთან ერთად იტალიელი, სერბი, ბრიტანელი, ფრანგი და პოლონელი სამხედრო ტყვეები შეიყვანეს.

რესპონდენტი: მეგი სტემპენ-გიუნტერი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი:ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: