პიკის საათი - 03.04.2024
პიკის საათი - 03.04.2024

1) „ავტოგრაფი ვარდის ფურცელზე“

„ვარდი ჩემთვის მარტო ყვავილი არ არის. ვარდი სურნელია, სილამაზეა, ფერია, სილამაზის გასაღებია სამყაროში ჩემთვის.“ – ვარდებით შთაგონებული ლანდშაფტის დიზაინერის პირველი პოეტური კრებული

სტუმარი: ცირა ოქროპირიძე – პოეტი, ლანდშაფტის დიზაინერი, მსახიობი.

 

2) ფრაგმენტები – საკურას ხეივანი ლეჩხუმში

2024 წლის 3 აპრილიდან ლეჩხუმში, მდინარე ჯონოულის ხიდიდან ჩქუმის წმ. გიორგის სახელობის მონასტრის კარამდე საკურას ხუთკილომეტრიანი ხეივნის გაშენება დაიწყო.

2024 წლის 3 აპრილის დილის 7 საათიდან ადგილზე უკვე დაიწყო ნერგების ჩაყრა.

ვინ არის ლექსო ჩარკვიანი, რომელმაც 2024 წლის 3 აპრილი საერთო სახალხო დღესასწაულად აქცია.

ავტორი: ეკა ტალახაძე.

P.S. ჩანაწერში ნახავთ 3 აპრილის დილის ვიდეოკოლაჟს.

 

3) „საქართველოს გაუმარჯოს“ – საქართველოს ნაკრების გამარჯვებას მიძღვნილი ქართულ-აზერბაიჯანული სიმღერის პრემიერა

„მე ძალიან მიყვარხარ საქართველო, საქართველო ჩემი ოქრო, ჩემი გულია, საქართველოს გაუმარჯოს“, – საქართველოზე შეყვარებული აზერბაიჯანელი რეპერები მარნეულიდან.

სტუმრები: აფიკ ნოვრუზოვი, საჰილ დენიზი – მუსიკოსები, დიანა ასკაროვა – თარჯიმანი.

 

4) „ავტორობის შიში: რა არის წერა ქალებისთვის?“

„ჩემი მოთხრობები არის თიქოს ესკიზი იმისა, რისი დაწერაც მე მინდა. მე ვერ ვახერხებ, რომ დავამუშავო ისინი და სრულყოფილ ტექსტებად ვაქციო“, – ფრაგმენტი ეკატერინე გაბაშვილის მარიამ გარიყულისადმი მიწერილი წერილიდან.

რესპონდენტი: ნინო აბულაძე – მწერალი, ლიტერატორი.

წამყვანი: მარიამ ჩოჩია.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: