პიკის საათი - 02.05.2023
პიკის საათი - 02.05.2023

1) „გვირილობა“ 2023

ქუთაისში ტრადიციული სახალხო დღესასწაული – „გვირილობა“, იგივე ქუთაისქალაქობა ყოველწლიურად, 2 მაისს აღინიშნება. ამ დღეს ქალაქში სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები ტარდება.

„გვირილობა“, როგორც საქველმოქმედო ღონისძიება მე-20 საუკუნის 20-იან წლებში დამკვიდრდა. მისი ისტორია გიმნაზიელ გოგონას, ალექსანდრა ჩიქოვანის ინიციატივას და საქველმოქმედო აქციას უკავშირდება.

რესპონდენტი: ელეონორა გოგოლაშვილი – ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სპორტის განათლების და ახალგაზროდობის საქმეთა სამსახურის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) დილა უკულელეს თანხლებით

იმისთვის, რომ დილა მსუბუქად დაიწყოთ უკულელეს ჰანგებს უნდა აჰყვეთ. ამ პატარა ინსტრუმენტს დიდი და საინტერესო ისტორია აქვს, სადაც თვით ჯორჯ ჰარისონსაც კი გადააწყდებით.  „უკეს“ თანხლებით ჩაწერილ ინტერვიუებს „პიკის საათის“ არქივიც ინახავს.

სიუჟეტში გამოყენებულია ფრაგმენტები:

Style Record Group-ის 1994 წლის ჩანაწერიდან;

„პიკის საათის“ 2016 წლის (12.09.16 გადაცემის სტუმარი: თეკო ფარაჯანოვა – მომღერალი, ავტორი, კომპოზიტორი. გადაცემის წამყვანები: სოფო გოდუაძე და ნიკა ლობილაძე გადაცემის პროდიუსერი: ეკა ტალახაძე) და 2019 წლის (30.09.2019 რესპონდენტი: მარიამ მდივნიშვილი – სტუდენტი.)

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ეროვნული სასახლე – 82

უკვე 82 წელია ეროვნული სასახლე როგორც არაფორმალური განათლების ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობას ემსახურება!

ახალი პროექტები და ახალი სივრცეები სასახლეში.

სტუმარი: ლევან დვალი – ეროვნული სასახლის პროექტებისა და პროგრამების სამსახურის ხელმძღვანელი.

სატელეფონო ჩართვა: თიკა რუხაძე – ეროვნული სასახლის დირექტორი.

წამყვანი: დათო ველიჯანაშვილი

 

4) იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ წარმატებით გაიარა შესაბამისობის სერტიფიცირება და მისი საქმიანობა უკვე შეესაბამება ევროკავშირში მოქმედ eIDAS-ის რეგულაციას და ევროპული ტელეკომუნიკაციების ინსტიტუტის (ETSI) სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ ამჟამად სააგენტო რეგიონში ერთადერთი უწყებაა, რომელიც ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებით არის სერტიფიცირებული.

სტუმარი: თეა ვარამაშვილი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სერვისების მენეჯერი.

წამყვანი: დათო ველიჯანაშვილი

 

 

5) გზავნილები დათო ევგენიძეს

სატელეფონო ჩართვა: ნანუკა ჩხეიძე – ხელოვანი; დიზაინერი.

წამყვანი: დათო ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: