პიკის საათი - 01.12.2023
პიკის საათი - 01.12.2023

1) სიმფონიური მუსიკის კონცერტი

8 დეკემბერს, კონსერვატორიის დიდ დარბაზში, გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი გიორგი საჯაიას დირიჟორობით სიმფონიური მუსიკის კონცერტს გამართავს.

პროგრამაშია: მაქს ბრუხი – კონცერტი კლარნეტის, ალტისა და ორკესტრისთვის, თხზ. 88;

ბეთჰოვენი – სიმფონია N1, დო მაჟორი, თხზ. 21.

სტუმარი: თეა ბახტაძე (ალტი) – გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის სოლისტი.

 

2) თინათინ ჭეჟია – იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში კონკურსის – „იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემია“ – გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

კონკურსში 53 ავტორი და გამომცემლობა მონაწილეობდა. ჟიურის ხელმძღვანელობდა მწერალი გურამ პეტრიაშვილი.

სტუმარი: თინათინ ჭეჟია – საბავშვო მწერალი; იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის ლაურეატი.

 

3) იმოქმედე ძალადობის წინააღმდეგ 10 ნაბიჯი ქალზე ძალადობის დასასრულებლად

კატო ხითარიშვილის სიუჟეტი.

 

4) ჩინური ენისა და კულტურის სწავლების სეციფიკა ქართულ აკადემიურ სივრცეში

ელი ელისაშვილი – საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ „ჯიუს“ კანცლერი.

რეი მინგმინი – „ჯიუს“ უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

 

5) გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტი

8 დეკემბერს, 20:00 საათზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში წარმოგიდგენთ სიმფონიური მუსიკის კონცერტს.

სტუმარი: თეა ბახტაძე – მევიოლინე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: