პიკის საათი - 01.10.2024
პიკის საათი - 01.10.2024

1) გურამ შარაძის ხსოვნის საღამო მეცნიერებათა აკადემიაში

რესპონდენტი: ელიზბარ ჯაველიძე – აკადემიკოსი.

 

2) „ფერებში განფენილი სამყარო“ – დავით ბაძაღუას პერსონალური გამოფენა

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

3) ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

რიგით მეოთხე ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 4-9 ოქტომბერს ჩატარდება.

6 დღის განმავლობაში კინოთეატრ „საქართველოში“ ფესტივალი მაყურებელს შესთავაზებს პროგრამების ფართო სპექტრს.

წელს საკონკურსო პროგრამაში იხილავთ 25 ფილმს, რომელთა შორისაცაა: კანის, ლოკარნოს, სანდენსის, ტორონტოს, ტრიესტეს, კელერმონ-ფერანისა და სხვა ფესტივალების მონაწილე, გამარჯვებული ნამუშევრები.

ფესტივალის ფოკუს ქვეყანა იქნება ესპანეთი, რომელსაც წარმოადგენს ფესტივალის სპეციალური სტუმარი, მსახიობი ევა სივა.

წელს რეჟისორი ფოკუსში, თანამედროვე კინოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა, პედრო ალმოდოვარია, რომლის 75-ე იუბილის აღსანიშნავადაც გაიმართება მისი ფილმების რეტროსპექტივა.

სტუმრები: ნინო მხეიძე – კინომცოდნე; ფესტივალის გენერალური დირექტორი;

ნინო ახვლედიანი – თეატრისა და კინოს რეჟისორი; ფესტივალის დირექტორი.

 

4) ბიბლიოთეკის, როგორც საგანმანათლებლო რესურსის, მნიშვნელობა, კლასიფიკაცია და პერსპექტივა  

„ბიბლიოთეკა უნდა იყოს სათანადოდ აღჭურვილი, გულმისავალი, თვალმისავალი და რაც ყველაზე მთავარია, იქ უნდა გხვდებოდეს ბიბლიოთეკარი, რომელიც შუამავალია დაგროვილ ცოდნასა და მკითხველს შორის. თუ თქვენი სკოლის ბიბლიოთეკარი გახსოვთ, ე.ი. მის საქმიანობას უკვალოდ არ ჩაუვლია“, – ზურაბ გაიპარაშვილი.

1 ოქტომბერს მსოფლიო სასკოლო ბიბლიოთეკების დღეს აღნიშნავს.

რესპონდენტი: ზურაბ გაიპარაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორი.

 

5) „ოჯახის ექიმი – მარი მალაზონია“ – სიბერე, თუ ხანდაზმულობა?

„როდესაც დღეგრძელობაზე ვსაუბრობთ, ეს გულისხმობს ადამიანთა ხანგრძივ სიცოცხლეს. ხანდაზმულთა მსოფლიო დღის დაწესებამ ერთი ძალიან მნიშვნელობანი შეგონება განაპირობა, რომლეიც XXI საუკუნეში განსაკუთრებით აქტუალურია – სიცოცხლეს წლები არა მხოლოდ მექანიკურად შევმატოთ, არამედ სიცოცხლე შევმატოთ წლებს“, – მარი მალაზონია.

1 ოქტომბერს მსოფლიო ხანდაზმულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

ავტორი: მარი მალაზონია – პროფესორი.

წამყვანი: დავით ველიაჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: