1) რადიოგიდი სამხედრო ისტორიული მინიატურების გალერეას ესტუმრა
კალისა და ბრინჯაოს ჯარისკაცების მუზეუმი ძველ თბილისში მდებარეობს და ყოველდღე უამრავ სტუმარს მასპინძლობს. ამ სივრცეში ინახება უზარმაზარი და უაღრესად შთამბეჭდავი ხელნაკეთი მოდელები.
გამოფენის მთავარი გმირები კი სწორედ ხელნაკეთი ჯარისკაცები არიან, რომლებიც ქვეყნის სხვადასხვა ისტორიულ მოვლენებზე მოგვითხრობს.
რესპონდენტი: გრიგოლ კ. რობაქიძე – ისტორიკოსი; გალერიის დამფუძნებელი.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი.
2) მასწავლებლის ეროვნული ჯილდო – გიორგი ლიპარიშვილი
„მასწავლებლობამ ფორმაში ყოფნა მასწავლა, სულ განვითარების გზაზე უნდა იყო, თუ ჩერდები, ინტერესს კარგავ. „ფორმაში ყოფნაში“ ვგულისხმობ ინტერესიანობას, შენ თავად რომ იყო შენი თავისთვის საინტერესო. როცა თავს უინტერესოდ გრძნობ, ეს გეტყობა და რაღაცნიარად მოღუშული, მოწყენილი კითხვის ნიშანს ჰგავხარ. კარგია კითხვის ნიშნები, მაგრამ დასასმელად“.
სტუმარი: გიორგი ლიპარიშვილი – მოსწავლებელი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი.
3) რეგეის საერთაშორისო დღე
„რეგეი მშვიდობის და თავისუფლების მუსიკაა, ღმერთმა ასეთი ბედი გვარგუნა, რომ ჯგუფი „რეგიონი“ სწორედ 2008 წელს შეიქმნა და პირველი კონცერტიდან შემოსული თანხით ომით დაზარალებულებს დავეხმარეთ“.
„მსმენელის გაზრდას განაპირობებს პირველ რიგში შენი გაზრდა. ახლა ჩვენთვის ძალიან ადვილია მსმენელის შეგრძნება, გულის კარდიოგრამასავით არის, თუ კარგია არაფერი არ სჭირდება, თვითონ მიდის, თუ რამე აკლია, მაგას მაშინვე ვგრძნობთ ხოლმე“.
რესპონდენტი: ლაშა ნოზაძე – ჯგუფი „რეგიონის“ სოლისტი.
4) ინდური ხალხური მედიცინის ტრადიციული სისტემა
აიურვედა – „სიცოცხლის ხელოვნება“, „სიცოცხლის მეცნიერება“, ან „სიცოცხლის ხანგრძლივობის ცოდნა“.
რესპონდენტები: არუნ ხათრი – ინდური ხალხური მედიცინის ექსპერტი.
წამყვანი: მარიამ ჩოჩია.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: