პიკის საათი - 01.06.2023
პიკის საათი - 01.06.2023

1) მშობლების მსოფლიო დღე

მშობელსა და შვილს შორის განსაკუთრებული სიყვარულია, რომელიც მთელი სიცოცხლე გრძელდება და წლებთან ერთად  უფრო და უფრო ძლიერდება. მშობლისა და შვილის იდეალური მეგობრობა სითბოს, სიყვარულს, ნდობას და გულწრფელობას ეფუძნება. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშობლებს შვილებთან მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს.

სიუჟეტში მოუსმენთ ცნობილი მშობლების შვილებს, რომლებიც მათთან ურთიერთობაზე და მეგობრობაზე საუბრობენ.

რესპონდენტები: ქეთი ჭკუასელი – მუსიკოსი, ლია ხორბალაძის შვილი,

ლიზი რამიშვილი – ჩელისტი, მიხეილ რამიშვილის შვილი,

ანანო გარუჩავა – იურისტი, სოფო კიკვაძის შვილი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) თბილისის სახელოვნებო საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის ფესტივალი

„როდესაც კარგ წიგნს კითხულობს ბავშვი, კარგ შედეგამდე მიდის. ეს არის სასიამოვნო პროცესი, რომელიც ამ აჩქარებულ ცხოვრებაში არც ბავშვებს და არც დიდებს არ აწყენთ“, – მარიამ წიკლაური.

თბილისის სახელოვნებო საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურულ ფესტივალზე საბავშვო მწერალი მარიამ წიკლაური აუდიტორიას საკუთარ შემოქმედებას გააცნობს.

რესპონდენტი: მარიამ წიკლაური – საბავშვო მწერალი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

3) აჭარის ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდია

აჭარის ტელევიზიის დოკუმენტური ფილმების სტუდია რამდენიმე ფილმის პროექტზე მუშაობს. პროექტი ბათუმის მივიწყებული წარსულისა და მივიწყებული პიროვნებების გახსენებას ისახავს მიზნად.

სტუმარი: ოლიკო ჟღენტი – აჭარის ტელევიზიის დოკუმენტური სტუდიის ხელმძღვანელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „რანინა“ სეზონის ფინალისთვის ემზადება

„რანინა“ ჩემთვის ცხოვრების ნაწილია. ის ნაწილი, რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. „რანინა“ ის ერთადერთი სივრცეა, სადაც ყველა პრობლემა მავიწყდება“, –  ლანა ქუთათელაძე.

პირველი არხის საბავშვო მუსიკალური კონკურსი განსაკუთრებული ნახევარფინალისა და ემოციური ფინალისთვის ემზადება!

სტუმარი: ლანა ქუთათელაძე – პირველი არხის მედიაწარმოების სამსახურის ხელმძღვანელი; „რანინას“ ავტორი და პროდიუსერი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: