1) The Beatles და მეგობრები
ხუთი მეგობარი, რომლებმაც 60-იან წლებში ლეგენდარული ბენდის სანახავად სკოლა გააცდინა და სანაცვლოდ რინგო სტარის კადრში მოხვდა.
თითქმის 50 წელი მათი მონათხრობის არავის სჯეროდა, სანამ რინგო სტარმა 2013 წელს მისი ფოტონამუშევრების კრებული არ გამოსცა.
ავტორი: ელენე ტუშური
2) სარიტუალო დღეების სახელდების ისტორია
️საქართველოში მიცვალებულის დაკრძალვასთან თუ ქორწინებასთან დაკავშირებით გარკვეული ტრადიციები არსებობს, როგორც წესი გასვენების დღეებად ითვლებოდა სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა, ახლა კი კვირის ყველა დღეებში შესაძლებელია დაკრძალვაც და ქორწინებაც.
რამ განაპირობა თავის დროზე ეს ხალხური ტრადიცია ეთნოლოგი ნინო ღამბაშიძე განმარტავს.
ავტორი: ეკა ხითარიშვილი
3) სიტყვა ადამიანისა და ქვეყნის სამსახურში
„ნებისმიერ ხელისუფლებას აქვს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ცდუნება, რადგან ეს დიდი იარაღია. ქართული საგამომცემლო სივრცე, რომელიც თავისუფალ საქართველოსთან ერთად შეიქმბნა, რეგიონში წამყვან პოზიციას ინარჩუნებს“
– „წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის მთავარ მიღწევად მაინც ის მიმაჩნია, რომ ერთმნიშვნელოვნად დაახლოვა სკოლა და თანამედროვე ქართველი ავტოტები“
– „სამყარო დიდია. ბევრი შრე და ფენა აქვს. ეს სამყარო ჩვენი სახლია და ჩვენც ერთმანეთის შეცნობა და ერთმანეთის განსხვავებულობის დანახვა უნდა შევძლოთ“
ჩენაის წიგნის ბაზრობის ოფიციალური და არაოფიციალური რაკურსი და წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის ამბავი დაარსებიდან დღემდე.
სტუმარი: გვანცა ჯობავა – გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი; გამომცემლობა „ინტელექტის“ საერთაშორისო პროექტების მენეჯერი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი
4) კოლეგა – ნინო მდევაძე
საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობის 34 წელი, კორესპონდენტობით დაწყებული კარიერა და დოკუმენტურ ფილმებში ნაპოვნი ბედნიერება.
რესპონდენტი: ნინო მდევაძე – ტელეფილმების აღმასრულებელი პროდიუსერი.
ავტორი: მარიამ ჩოჩია
5) თავისუფლება, მონობა, პატრიოტიზმი
„შეიძლება ყველაფერი გქონდეს – სახლი, მანქანა და ა.შ. მაგრამ სხვის სურვილებს ასრულებდე ისე, რომ არც იცოდე. უბრალიდ შენი ფიზიოლოგია, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გეტყვის უარს. ესაა თანამედროვე მონობა!“
„შენი ქვეყანა შენი აბსოლუტური ბედნიერების საფუძველია. ამიტომ გააკეთე ყველაფერი, რომ ეს შეძლო!“
დღეიდან მკითხველი გიგი თევზაძის წიგნების: „ათი წერილი მკითხველს თავისუფლების შესახებ“, „ათი წერილი მკითხველს მონობის შესახებ“ და „ათი წერილი მკითხველს განათლებული პატრიოტიზმის შესახებ“, – გაცნობის საშუალება ეძლევა.
სტუმარი: გიგი თევზაძე – პროფესორი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: