1) „ამბავი სპილოს მატარებლით მოგზაურობისა“
„გაზაფხული ჩვენს პატარა, ნაცრისფერ ქალაქში ხშირად მოხეტიალე ცირკის შემოსვლით აღინიშნებოდა. თითქოს საინტერესო და სახალისო უნდა ყოფილიყო ეს მოვლენა, მაგრამ ერთი გარემოება მძიმედ დარჩა ჩემს მეხსიერებაში. ციმბირის ტრამალებიდან მატარებლით შემოსულ ცირკს გარდა გაუბედურებული პერსონალისა და ინვენტარისა მოყავდა ჭუჭყიანი და შიმშილისგან დასუსტებული ცხოველები.
ეს ავად მოსაგონარი ცირკის სტუმრობის ტრადიცია რაღაც დროის შემდეგ საბედნიეროდ შეწყდა, მაგრამ მყარად ჩარჩა ბავშვობის მოგონებებში და დროთა განმავლობაში ნელ-ნელა გადაიზარდა პროტესტში, რომელიც, ვფიქრობ, იგრძნობოდა ამ თემატიკის ნახატებში. საბედნიეროდ, სპილო იმ ცხოველთა სიაში არ ყოფილა, ის ჩემი ფანტაზიის ნაყოფია“.
სტუმარი: კახაბერ ტატიშვილი – მხატვარი.
2) ჰიჯაბის ტარების ტრადიცია და კულტურა XXI საუკუნეში
1-7 თებერვალს მსოფლიო კონფესიებს შორის ჰარმონიული დამოკიდებულების კვირეულს აღნიშნავს.
1 თებერვალი მუსლიმი ქალის თავსაბურავის, ჰიჯაბის დღედაა გამოცხადებული.
რესპონდენტი: ჰურიე აბაშიძე ბათუმიდან.
3) თბილისელი ასურელები
1-7 თებერვალს მსოფლიო კონფესიებს შორის ჰარმონიული დამოკიდებულების კვირეულს აღნიშნავს.
საქართველოში მცხოვრები ასურელების ენა, კულტურა და ტრადიციები.
სტუმარი: ეკატერინე ბიტკაში – ასურული ახალგაზრდული ორგანზაცია „ნინევიას“ თავმჯდომარე.
4) ალექსანდრე ზაზარაშვილის ამერიკული ამბავი
ოთხწლიანი განშორების შემდეგ ახალგაზრდა მომღერალი სამშობლოში დაბრუნდა.
Ale Zander – სახელი, რომლითაც ალექსანდრე ზაზარაშვილის სიმღერები იძებნება.
სტუმარი: ალექსანდრე ზაზარაშვილი – მომღერალი.
5) ფოტოამბები XIX საუკუნის აფხაზეთიდან
20 ფოტოპორტრეტი ერთ სივრცეში: აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძე; ქართველი პოეტი, დრამატურგი, თეატრალური კრიტიკოსი – გიორგი მიხეილის ძე შარვაშიძე; ტფილისის აფხაზი გუბერნატორი – გიორგი დიმიტრის ძე შარვაშიძე; სვენციანის მხარის (რუსეთი) თავადაზნაურთა წინამძღოლი და სტავროპოლის მხარის გუბერნატორი – დიმა გიორგის ძე შარვაშიძე; ნიკოლოზ ემუხვარი – „ჰაკი აძბას“ პროტოტიპი; ბოდღო ემუხვარი – „მთვარის მოტაცების“ პირველი მთარგმნელი რუსულ ენაზე და ბედიის ბარძიმის გადამრჩენი; ილია ჭავჭავაძე სოხუმში, 1903 წელს; სამურზაყანოში სკოლების დამაარსებლები: ეშა ემუხვარი, ნესტორ ქირთბაია, პეტრე ანჩაბაძე; გალაკტიონის მუზა – მერი შარვაშიძე; ქართველი მწერალი, ეთნოგრაფი და ლექსიკოგრაფი თედო სახოკია. ისტორიული ღირებულების ფოტო – აფხაზი თავადიშვილები ტფილისში 1916 წელს.
რესპონდენტი: ნანა ქარდავა – მწერალი, პუბლიცისტი, სსუ-ს დოქტორანტი, გიორგი შარვაშიძისა და ეთერ სამხარაძე-ჯღამაძის პრემიების ლაურეატი.
წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: