პიკის საათი - Rachmaninoff - ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტის ახალი დისკი
ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი ქეთი ქართველიშვილი გულშემატკივარს ახალ ალბომს სთავაზობს, რომელიც 2020 წელს, პანდემიის პირობებში ჩაწერა.
„დისკის მიღების თარიღი ბატონი ლექსო თორაძის გარდაცვალებას დაემთხვა, რამაც შემძრა! ბატონო ლექსო, თქვენს მარადიულ ხსოვნას ვუძღვნი ამ კომპაქტდისკს! ეს ყოველივე თქვენი უდიდესი დამსახურებაა…“ – წერს პიანისტი სოციალურ ქსელში.
სატელეფონო ჩართვა ამერიკიდან: ქეთევან ქართველიშვილი – პიანისტი.
წამყვანი: ნიკა ლობილაძე.
პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: