მსოფლიოს ამბების - პანდემიის ერთი წელი
მსოფლიოს ამბების - პანდემიის ერთი წელი

„კოვიდ-19“-ის პანდემიად გამოცხადებიდან ერთი წლის შემდეგ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის შემთხვევები კვლავ მატულობს. ვაქცინაციის პროცესი დაიწყო, თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მხოლოდ აცრა პანდემიას ვერ დაასრულებს. ამჟამად მსოფლიოში „კოვიდ-19“-ის 119 მილიონამდე შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია ორ მილიონზე მეტი ადამიანი. პანდემიის ერთი წლის თავზე გლობალურად არსებულ მდგომარეობაზე, მიღწეულ შედეგებზე და ვაქცინაციაზე ვესაუბრეთ საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობის მეთაურს სილვიუ დომენტეს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: