მსოფლიოს ამბები - უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაიზრდება I 20.01.2023
მსოფლიოს ამბები - უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა გაიზრდება I 20.01.2023

უკრაინის პარტნიორი ქვეყნები გერმანიაში „რამშტაინის“ ბაზაზე მორიგ შეხვედრას მართავენ, სადაც კიევის სამხედრო მხარდაჭერის შესახებ მსჯელობენ. მანამდე ცნობილი გახდა, რომ აშშ უკრაინას მორიგ სამხედრო პაკეტს გამოუყოფს, რომლის ღირებულება 2,5 მილიარდი აშშ დოლარია.

ახალ შეიარაღებას უკრაინას დაპირდნენ ევროპული ქვეყნებიც. ზელენსკი პარტნიორებისგან ტანკებს, არტილერიას, სარაკეტო სისტემებსა და თვითმფრინავებს ითხოვს.

ამ საკითხებზე გადაცემის სტუმრები არიან ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი დენიელ ფრიდი და „საგარეო პოლიტიკის საბჭოს“ უფროსი მკვლევარი – გიორგი კობერიძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: