მსოფლიოს ამბები - „ლაჩინის დერეფნის“ საკითხი და „პეტრიოტები“ უკრაინაში I 23.12.2022
მსოფლიოს ამბები - „ლაჩინის დერეფნის“ საკითხი და „პეტრიოტები“ უკრაინაში I 23.12.2022

სომხეთის მთიან ყარაბაღთან დამაკავშირებელი ერთადერთი გზა უკვე კვირაზე მეტია ჩაკეტილია. გზის ბლოკირებას აზერბაიჯანელი ეკოაქტივისტები ახლდნენ.

თავის მხრივ, ერევანში აცხადებენ, რომ აქცია აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ არის წაქეზებული და მთიან ყარაბაღში ჰუმანიტარული სიტუაციის გაუარესებას იწვევს. ამ თემაზე ვესაუბრებით ერევანში რეგიონული კვლევების ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს ჯონი მელიქიანს.

უკრაინა უახლოეს ხანში ამერიკულ ანტისარაკეტო სისტემა „პეტრიოტს“ მიიღებს. ამ შეიარაღების გადაცემის შესახებ ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში უკრაინის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

უკრაინაში ბრძოლის ველზე არსებულ მდგომარეობაზე ვსაუბრობთ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილ უფროსთან, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის“ წარმომადგენელ ვახტანგ კაპანაძესთან.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: