უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომიდან მე-40 დღეს ქვეყნის ხელისუფლფებამ რუსეთი გენოციდში დაადანაშუალა.
კიევის მახლობლად ბუჩაში ნაპოვნია ათობით მოკლული ადამიანის ცხედარი. მათ სამოქალაქო ფორმა აცვიათ და ხშირ შემთხვევაში ხელები ზურგს უკან აქვთ შეკრული.
საზარელი სურათები მსოფლიო მედიამ გაავრცელა. დასაველთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას აპირებს.
უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ ვესაუბრეთ მოამბის ჟურნალისტს რატი ხვისტანს, რომელიც დღეს ჩერნიგოვოში იმყოფება. ეს კიდევ ერთი ქალაქია, რომელიც უკრაინელებმა გაათავისუფლეს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: