უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება იძაბება. როგორც უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნები აცხადებენ, უკრაინის საზღვრებთან მობილიზებულია 4000 ათასზე მეტი რუსი სამხედრო მოსამსახურე. რამდენჯერმე დაირღვა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. არის მსხვერპლიც. 2021 წლის დასაწყისიდან დონბასში სროლას 20 ადამიანი ემსხვერპლა. პენტაგონში და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მომხდარის გამო შეშფოთება უკვე გამოთქვეს. უკრაინაში შექმნილ მდგომარეობაზე ვესაუბრეთ უკრაინელ პოლიტოლოგს, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტ მაქსიმ იალის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: