თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი კვლავაც უარს ამბობს ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერაზე.
გასულ კვირას ამ საკითხზე სასაუბროდ ფინეთისა და შვედეთის მთავრობის წევრები იმყოფებოდნენ თურქეთში, თუმცა მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.
როგორც ერდოღანმა განაცხადა, ვიდრე ის არის თურქეთის ლიდერი, ანკარა არ დაუჭერს მხარს იმ ქვეყნების ჩრდილოატალანტიკურ ალიანსში შესვლას, რომლებიც, ერდოღანის მტკიცებით „ეხმარებიან ტერორისტებს“.
რა პრეტენზიები აქვს ანკარას სტოკოჰოლმისა და ჰელსინკის მისამართით, ამ საკითხებზე ვესაუბრეთ თურქ პოლიტოლოგს ტოგრულ ისმაილს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: