სირიის პროვინცია იდლიბში ვითარება კვლავ დაძაბულია. ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, სადაც თურქეთის, ირანის და რუსეთის მიერ სოჭში მიღწეული შეთანხმების მიხედვით, ე.წ. დეესკალაციის ზონა მოეწყო, უკვე რამდენიმე კვირაა შეტაკებები მიმდინარეობს. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც ბაშარ ასადის არმიამ იდლიბზე შეტევა წამოიწყო. იდლიბი გახლავთ ბოლო რეგიონი, რომელსაც სირიის ოპოზიცია აკონტროლებს. ამასთან ერთად იდლიბზე გადის დამასკო-ალეპოს მაგისტრალი და მისი გაკონტროლება ასადს დიდ ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს. იდლიბში საკუთარი ინტერესები აქვს თურქეთსაც. იდლიბში დისლოცირებულია სირიის ოპოზიციის შეიარაღებული შენაერთები, რომელთაც თურქეთი წვრთნის და ამარაგებს. ასადის იერიშზე საპასუხოდ თურქეთმა იდლიბში არტილერია, მძიმე ტექნიკა და სამხედროები გააგზავნა. მოხდა რამდენიმე შეტაკება, რასაც ორივე მხარეს მსხვერპლი მოჰყვა. ყველაფერს ართულებს ის, რომ გავრცელებული ცნობით, ბაშარ ასადს ზურგს რუსული ავიაცია უჭერს. ამ საკითხზე ვესაუბრეთ თურქ პოლიტოლოგ, პროფესორ ტოგრულ ისმაილს.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: