მსოფლიოს ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის დავა შავი ტბის გარშემო
 მსოფლიოს ამბები - სომხეთ-აზერბაიჯანის დავა შავი ტბის გარშემო

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ დაძაბულია. სომხეთის ინფორმაციით, სიუნიქის ოლქში კვლავ რჩებიან აზერბაიჯანელი სამხედროები, რომლებმაც 12 მაისს უკანონოდ გადაკვეთეს სომხეთის საზღვარი. 20 მაისს სომხურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ საზღვრის სიახლოვეს გაისმა სროლის ხმაც, რასაც ადგილზე მყოფი სომეხი ჯარისკაცების გამაფრთხილებელი გასროლაც მოჰყვა. აზერბაიჯანში მომხდარს გაუგებრობა უწოდეს, თუმცა ადგილზე ვითარება კვლავ დაძაბულია. ერევანი ბაქოს სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელყოფაში ადანაშაულებს და მოითხოვს, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა დატოვონ სომხეთის ტერიტორია. აღსანიშნავია, რომ სიუნიქი არის ის ოლქი, რომელზეც გადის აზერბაიჯანისა და ნახეჩევანის რესპუბლიკის დამაკავშირებელი გზა, რომელიც გახსნასაც ბაქო დაჟინებით ითხოვს. ამასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ ერთი მუქარანარევი განცხადება 20 მაისს გააკეთა. სიუნიქის რეგიონში შექმნილ მდგომარეობაზე 19 მაისს დუშანბეში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებმაც იმსჯელეს. რუსეთში აცხადებენ, რომ შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციაა. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის „ჩეთემ ჰაუსის“ მკვლევარს, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საკითხებში ექსპერტს, ლოურენს ბროერსს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: