მსოფლიოს ამბები - „შავ ბაღში“ დასრულებული ომი
- მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები უკვე ერთ კვირაა შეწყვეტილია. სომხეთის პრემიერ მინისტრის მიერ რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან ერთად შეთანხმების გაფრომების შემდეგ რეგიონში რუსი სამშვიდობოები შეიყვანეს. დოკუმენტის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის მიმდებარე 7 რაიონი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის. რეგიონში დაბრუნდებიან დევნილები. ამავე დროს სომხეთისა და რეგიონის დამაკავშირებელ გზაზე, დერეფანს რუსი სამხედროები დაიცავენ. სომხეთი ასევე დათანხმდა აზერბაიჯანისა და ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნასაც. თუ ეს პუნქტი შესრულდება აზერბაიჯანი ამ გზით თურქეთს დაუკავშირდება. რეგიონში მოსალოდნელი გეოპოლიტიკური ცვლილებების შესახებ ვესაუბრეთ ერევანში მდებარე რეგიონილი კვლევითი ცენტრის დირექტორ, რიჩარდ გირაგოსიანს.
- აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხების აღიარებას არ ჩქარობს. თეთრი სახლის ლიდერი კვლავ განაგრძობს მტკიცებას, რომ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თაღლითობას ჰქონდა ადგილი და მას „გამარჯვება“ მოპარეს. ტრამპი აპელირებს დარღვევებზე, რომელიც ხმის მიცემისა და დათვლის პროცესში მოხდა, თუმცა ამის სერიოზული დამამტკიცებელი საბუთები პრეზიდენტის იურისტებს ჯერ არ წარუდგენიათ. ამასთან, რამდენიმე შტატში კვლავ გრძელდება ხმების დათვლის პროცესი, ხოლო სასმართლოებში რესპუბლიკლების საჩივრების განხილვა. საინტერესოა, ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული სოციოლოგიური კვლევაც, რომლის მიხედვითაც ტრამპის ამომრჩეველთა 70%-ს არ არ სჯერა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი იყო. არჩევნების ოფიციალური შედეგები აშშ-ში 14 დეკემბერს უნდა გახდეს ცნობილი. ბაიდენი უკვე ემზადება თეთრ სახლში შესასველელად და ახალი ადმინისტრაციის ფორმირებაზე მუშაობს, სადაც როგოროც ამბობენ პორტფელს ბარაკ ობამას დროს მომუშავე ფიგურებიც მიიღებენ. მაგალითად სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე განიხილება სიუზან რაისი, ხოლო გაეროში აშშ-ის წარმომადგენლად ჰილარი კლინტონი. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე ვესაუბრეთ პირველი არხის ანალიტიკოსს რეზი ქოიავას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: