მსოფლიოს ამბები - მთიან ყარაბაღში ისევ ისვრიან
მსოფლიოს ამბები - მთიან ყარაბაღში ისევ ისვრიან

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონა კვლავ ცხელ წერტილად რჩება. მხარეები საბრძოლო მოქმედებების შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებენ, რომელთა დადასტურებაც ხშირად ვერ ხერხდება. თუმცა, ფაქტია, რომ ცეცხლის შეწყვეტა ვერ ხერხდება. აზერბაიჯანში ამტკიცებენ, რომ მათი სამხედროები წინ მიიწევენ, რასაც ერევანში უარყოფენ. ბაქოში აცხადებენ, რომ 27 სექტემბრამდე არსებული სტატუს ქვო და შეხების ხაზი დარღვეულია. სომხეთის პრემიერ მინისტრმა კი რეგიონში სამშვიდობო ძალების დისლოცირებაზე ისაუბრა. აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გასულ კვირას მოლაპარაკებები გამართეს მოსკოვსა და ვაშინგტონში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში გამართული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ კონფლიქტის გადაწყვეტა ჰელსინკის ფინალური აქტის პრინციპებზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, კერძოდ კი, ძალის არგამოყენების, ტერიტორიული მთლიანობის, თანასწორი უფლებებისა და ხალხის თვითგამორკვევის. ვაშინგტონში გამართულ მოლაპარაკებებზე და კონფლიქტის ზონაში არსებულ მდგომარეობაზე ბაქოს პოზიციაზე ვესაუბრეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოურ მედიასთან ურთიერთობის სექტორის უფროსს ფუად ახუნდოვს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი