გერმანიისა და რუსეთის ურთიერთობები შესაძლოა კიდევ უფრო დაიძაბოს. ამის მიზეზი კი საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე გამოტანილი განაჩენია.
ბერლინის სასამართლომ წარმოშობით ჩეჩენი ხანგოშვილის მკვლელობაში ბრალდებულ რუსეთის მოქალაქეს დღეს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს განცხადებაში ნათქვამი, რომ ხანგოშვილის ლიკვიდაციის ბრძანება, რუსეთის სამთავრობო უწყებამ გასცა. კონკრეტულად რომელმა სასამართლო არ აკონკრეტებს.
გარდაცვლილი ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ ჩეჩნეთის მეორე ომის მონაწილე ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის პრეზიდნეტის ვლადიმირ პუტინის თანხმობის გარეშე ვერ მოხდებოდა. გერმანიამ რუსეთი სახელმწიფო ტერორიზმში და გერმანიის სუვრენიტეტის დარღვევაში დაადანაშულა.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით ორ რუს დიპლომატს გერმანიიდან გააძევებენ.
ხანგოშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენის შესახებ ვესაუბრეთ გერმანიის საგარეო ურთიერთობათა საბჭოს მკვლევარს შტეფან მეისტერს, რომელიც წარსულში ჰიანრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის დირექტორი გახლდათ.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: